ცნობილია, როგორ შეფასდება ტესტები აბიტურიენტის, სამაგისტრო, საგრანტო და მასწავლებლის გამოცდებზე 2026 წელს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 2 ივნისს, 2026 წლის ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდების შეფასების ზოგადი კრიტერიუმების, მაქსიმალური ქულების და ტესტირებისთვის გამოყოფილი საგამოცდო დროის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
NAEC-ის ცნობით, აღნიშნული განსაზღვრავს აბიტურიენტთა, მაგისტრანტობის კანდიდატთა და მასწავლებელთა ცოდნისა და უნარების შეფასების ერთიან პრინციპებს.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები სხვადასხვა ტიპის დავალებებს მოიცავს, მათ შორის არჩევითპასუხებიან, ღია, შესაბამისობისა და სხვა ფორმატის ამოცანებს. არჩევითპასუხებიან დავალებებში თითოეულ შეკითხვას რამდენიმე სავარაუდო პასუხი ახლავს, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი და იგი განსაზღვრული ქულით ფასდება. ღია ტიპის დავალებები ფასდება წინასწარ შემუშავებული შეფასების სქემების საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს შეფასების ობიექტურობასა და გამჭვირვალობას.
საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტი ოთხი ნაწილისაგან შედგება – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა და რაოდენობრივი მსჯელობა. თითოეული ნაწილისთვის განსაზღვრულია მაქსიმალური ქულები და შესრულების დრო: წაკითხულის გააზრება – 21 ქულა (75 წუთი), ანალიტიკური წერა – 18 ქულა (70 წუთი), ლოგიკური მსჯელობა – 17 ქულა (70 წუთი), რაოდენობრივი მსჯელობა – 19 ქულა (75 წუთი).
გამოქვეყნებული შეფასების კრიტერიუმები საგამოცდო პროცესის გამჭვირვალობას, სამართლიანობასა და მონაწილეთა ცოდნისა და უნარების თანაბარ პირობებში შეფასებას უზრუნველყოფს.
ერთიანი ეროვნული გამოცდები – შეფასების კრიტერიუმები
საერთო სამაგისტრო გამოცდა – შეფასების კრიტერიუმები
-
კრიპტო ვაჭრობა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მართვა, კიბერ ინციდენტებზე რეაგირება… – ახალი პროფესიები ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოში
by აბიტურიენტებისათვის
-
აქტივობები პირველკლასელებისთვის წინასაანბანო ეტაპიდან ანბანამდე – ერთი პედაგოგის ნაფიქრი
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
როგორ არის დაშვებული კლას-კომპლექტების შექმნა მცირეკონტინგენტიან საჯარო სკოლებში განახლებული ესგ-ის თანახმად
by ARIS.GE-განათლება