GE

„60 ათასამდე მასწავლებლის ხელფასების ზრდისთვის 150 მლნ ლარზე მეტი მიიმართება“ – ფინანსთა მინისტრი 2027 წელს საჯარო სექტორში ხელფასების ზრდაზე

საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, 2027 წელს იზრდება ხელფასები საჯარო სექტორში.

როგორც დღეს, 11 ნოემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტის წარდგენისას განაცხადა, 2027 წელს 8.4%-ით იზრდება საბაზო თანამდებობრივი სარგო.

ხელფასები ეზრდება საჯარო სექტორის დასაქმებულ პირებს, მათ შორის:

საჯარო სკოლების 60 ათასამდე მასწავლებლის ხელფასების ზრდაზე მიიმართება – 150 მილიონ ლარზე მეტი;

საბავშვო ბაღების 40 ათასზე მეტი პერსონალის ხელფასების ზრდაზე მიიმართება – 60 მილიონ ლარზე მეტი;

“სკოლის დაფინანსება მიმდინარე წელთან შედარებით გაზრდილი არის 190 მლნ ლარზე მეტით, რაც შესაძლებლობას იძლევა გაიზარდოს მასწავლებლების, სკოლისა და ადმინისტრაციული პერსონალის, ჯამში 70 ათასზე მეტი პირის ხელფასი. გარდა ამისა, მომდევნო წლის სექტემბრიდან გათვალისწინებულია საჯარო სკოლებში 30 ათასზე მეტი დამრიგებლის დანამატის გაორმაგება“, – განაცხხადა ლაშა ხუციშვილმა.

სექტემბრიდან საჯარო სკოლის კლასის დამრიგებლის დანამატი გაორმაგდება – რა წერია 2027 წლის ბიუჯეტის ახალ ვერსიაში

თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში დასაქმებული 75 ათასზე მეტი ადამიანის ხელფასების ზრდაზე მიიმართება 300 მილიონ ლარზე მეტი;

კულტურისა და სპორტის სფეროში დასაქმებული 35 ათასამდე ადამიანის ხელფასების ზრდაზე – 40 მილიონ ლარზე მეტი;

სასწრაფო დახმარების პერსონალის, სოფლის ექიმებისა და ექთნების, ჯამში, 7 ათასზე მეტი ადამიანის ხელფასების ზრდაზე მიიმართება 15 მილიონ ლარზე მეტი;

დანარჩენ სახელმწიფო უწყებებსა და მუნიციპალურ სერვისებში დასაქმებულ პირთა ხელფასების ზრდაზე, ჯამურად, მიიმართება 250 მილიონ ლარამდე.

ამავე თემაზე:

განათლების სამინისტროს დაფინანსება 2027 წლის შეცვლილი ბიუჯეტით ყველა მიმართულებით გაზრდილია – თანხების ახალი განაწილება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური