„ეს ყველა სკოლის საერთო გამოწვევაა“ – სასკოლო სიმშვიდის ალგორითმი სკოლის ყოფილი დირექტორისგან
ავტორი: გურამ მურღულია, სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის დირექტორი 2005-2012 წლებში, 08.11.2026. ნიუ-იორკი
„უმოქმედობა და გულგრილობა ძალადობის ყველაზე დიდი მოკავშირეა“ – ელი ვიზელი.
სასკოლო სიმშვიდის ალგორითმი: ქაოსიდან უსაფრთხოებამდე
პრეამბულა
ბოლო დროს დაფიქსირებული ფაქტი, რომელიც [საქართველოს სკოლაში] ბულინგს ეხებოდა, იყო უმძიმესი. ეს არის კიდევ ერთი გამოძახილი იმ საკითხისა, რაშიც საზოგადოება ვართ პრობლემის წინაშე, ვართ როგორც სამოქალაქო საზოგადოება, ასევე მშობლები, მოსწავლეები, სკოლა და მასწავლებლები.
ეს წერილი წარმოადგენს სკოლის შიდა სამოქმედო ალგორითმს, რომლის მიზანია სასკოლო სივრცეში ქაოსის, დროის დეფიციტისა და უმოქმედობის აღმოფხვრა. გეგმა ეყრდნობა შემთხვევათა სიღრმისეულ ანალიზს და მიმართულია არა მხოლოდ შედეგებთან ბრძოლაზე, არამედ ძალადობის გამომწვევი სტრუქტურული მიზეზების აღმოფხვრაზე დამნაშავეთა ჯაჭვის ყველა რგოლის პასუხისმგებლობის გააქტიურებით. დოკუმენტი ეფუძნება კოლექტიური პასუხისმგებლობისა და პრევენციის ფუნდამენტურ პრინციპს:
ჩვენ უნდა შევცვალოთ მიდგომა: – „სკოლაში მომხდარი დანაშაული არ არის მხოლოდ იმ ერთი სკოლის პრობლემა – ეს ყველა სკოლის საერთო გამოწვევაა“.
სკოლის დირექცია არ არის მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანო, ის არის მთელი სასკოლო ორგანიზმის ლიდერი. როდესაც ხდება ინციდენტი, დირექციის მთავარი მოვალეობაა არა მხოლოდ კონკრეტული ხანძრის ჩაქრობა, არამედ იმის გარკვევა, თუ რატომ გაჩნდა ეს ხანძარი და როგორ შეიცვალოს სისტემა, რომ „ყველა ფეხზე დადგეს“ პრევენციისთვის.
სასკოლო სიმშვიდის ალგორითმი: ქაოსიდან უსაფრთხოებამდე
ეს არის სასკოლო კლიმატის გაჯანსაღებისა და ძალადობის სისტემური პრევენციის მოდელის
მთავარი პრინციპი:
„სკოლაში მომხდარი დანაშაული არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული სკოლის პრობლემა – ეს ყველა სკოლის საერთო გამოწვევაა. სხვა სკოლაში მომხდარი პირველი ინციდენტი არის განგაშის სიგნალი ყველასთვის, მისი გაუთვალისწინებლობა კი – უმოქმედობა“.
პრობლემა, რომელსაც მოდელი წყვეტს:
დღეს სკოლებში კონფლიქტებისა და აგრესიის დიდი ნაწილი გამოწვეულია არა მხოლოდ მოსწავლის ინდივიდუალური ქცევით, არამედ სტრუქტურული ქაოსით: მოკლე დასვენებებით (ფიზიკური ჭყლეტვა), „ბრმა ზონებით“ (საპირფარეშოები), სკოლაში ფორმალური მორიგეობითა და დაგვიანებული რეაგირებით.
ალგორითმის 6 მთავარი სვეტი:
რისკების რუკა და ქრონომეტრაჟი: ინციდენტების ზუსტი დროისა და ლოკაციის აღრიცხვა; უფროსების მეთვალყურეობის მიღმა დარჩენილი სივრცეების მონიშვნა.
მინიმუმ 10-წუთიანი დასვენებები: სტრესის, სიჩქარისა და სანიტარიული კოლაფსის მოხსნა; პედაგოგებისთვის რეალური დროის მიცემა ეფექტური მორიგეობისთვის.
„ბრმა ზონების“ განეიტრალება (პრივატულობის დაცვით): საპირფარეშოების გარე კარების ღიად დატოვება დასვენებებზე, გარე დერეფნის ვიდეომონიტორინგი და კაბინებში 5-წამიანი დაყოვნების SOS ღილაკები (ცრუ განგაშის გამოსარიცხად).
პასუხისმგებლობის ჯაჭვი: თანაბარი ანგარიშვალდებულება ყველა რგოლისთვის – მოსწავლე, მორიგე პედაგოგი, მანდატური, დამრიგებელი, ფსიქოლოგი და მშობელი.
სოციალური კლიმატის გაძლიერება: უფროსკლასელთა „თანატოლთა პატრული“, აღდგენითი მედიაცია (დასჯის ნაცვლად ზიანის გაცნობიერება) და „მშობელთა კლუბები“.
სისტემური პრევენცია და რიგგარეშე განხილვები: სამინისტროსა და მანდატურის სამსახურისგან ქვეყნის მასშტაბით მომხდარი დანაშაულების ანალიზის გამოთხოვა და მათი სასწრაფო განხილვა სადამრიგებლო საათის რიგგარეშე შეხვედრებზე (ფსიქოლოგის რეკომენდაციების დაცვით).
მოსალოდნელი შედეგი: მინიმალური ფინანსური დანახარჯით მყისიერად მცირდება ფიზიკური დაპირისპირების რისკი, იზრდება მოსწავლეთა დაცულობის განცდა და სკოლა გადადის რეაქციული რეჟიმიდან (შედეგებთან ბრძოლა) პროაქტიულ პრევენციაზე.
„ძალადობის პრევენცია გაცილებით ადვილი და ჰუმანურია, ვიდრე მისი შედეგების გამოსწორება“ – ნელსონ მანდელა.
ასევე იხილეთ:
-
„ბულინგი არ არის ასაკით განპირობებული ბავშვური კინკლაობა – სკოლას სჭირდება ანტიბულინგის პოლიტიკის შემუშავება“
by განათლებული ბლოგი
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
როგორი უნდა იყოს მაღალ ქულაზე დაწერილი ხედვა და რაში დაგაკლდებათ ქულა? – ხშირად დასმული კითხვები და პასუხები ტრენერისგან
by განათლებული ბლოგი