GE

7 გამოცანა, რომელთა ამოხსნასაც მხოლოდ ნამდვილი დეტექტივები შეძლებენ

IQ-ს დასადგენ ტესტებს ბევრი ჩვენგანი იცნობს. 40 კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ ჩვენი ინტელექტის დონის გაგება შეგვიძლია. თუმცა არსებობს სხვა ხერხებიც, რომელთა საშუალებითაც შეგვიძლია გავიგოთ რეალურად რა შესაძლებლობები აქვს ჩვენ გონებას. გთავაზობთ რამდენიმე დეტექტიურ გამოცანას, რომელთა ამოხსნასაც ყველა ვერ გაუმკლავდება.

N 1- გაქცევა

ჯეკი ციხეში ჩასვეს. მის საკანს მიწის იატაკი და 1 ფანჯარა აქვს, რომელიც იმდენად მაღლაა განთავსებული, რომ მძევალი მას ვერანაირად მიწვდება. საკანში არაფერია 1 ნიჩბის გარდა. ციხეში ძალიან ცხელა და მშრალი ჰაერია. ჯეკი წყალსა და საკვებს არ მიიღებს, ამიტომ მას აქვს მხოლოდ 2 დღე ციხიდან თავის დასაღწევად. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ცოცხალი ვერ გადარჩება.

როგორ უნდა გაიქცეს ჯეკი ციხიდან იმ შემთხვევაში, თუ მიწის ამოთხრის ვარიანტი გამორიცხულია, ვინაიდან ამას 2 დღეზე ბევრად მეტ დროს დასჭირდება.

N 2-მოპარული ყელსაბამი

მისის სმიტმა პოლიციას ძველებური ყელსაბამის გაუჩინარების განცხადებით მიმართა. როდესაც პოლიციელები დანაშაულის ადგილზე გამოცხადდნენ, ნახეს რომ არც კარზე და არც ფანჯარაზე ყაჩაღობის კვალი არ იყო. აღსანიშნავია, რომ ოთახში ფანჯრის მხოლოდ 1 შუშა იყო ჩატეხილი. სახლში სრული აურზაური სუფევდა, ხალიჩაზე კი ჭუჭყიანი ნაკვალევი აღინიშნებოდა.

შემდეგ დღეს მისის სმიტი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. რატომ?

N3 – მკვლელობა სკოლაში

სასწავლო წლის პირველ დღეს, ბოლო შესვენებაზე ერთ-ერთ კლასში გეოგრაფიის მასწავლებლის ცხედარი იპოვეს. პოლიციას 4 ეჭვმიტანილი ყავს: მებაღე, მათემატიკისა და ფიზკულტურის პედაგოგები, დირექტორი. თითოეულმა მათგანმა მოყვა, თუ სად იმყოფებოდა მკვლელობის დროს:

  • მებაღე სკოლის უკანა ეზოში ბუჩქებს ჭრიდა.
  • მათემატიკის მასწავლებელი სემესტრის ბოლო ტესტირებას ატარებდა.
  • ფიზკულტურის მასწავლებელი მოსწავლეებთან კალათბურთს თამაშობდა.
  • დირექტორმა მთელი დღე თავს კაბინეტში გაატარა.

ამის შემდეგ პოლიციამ დამნაშავე დაუყოვნებლივ დააკავა. ვინ მოკლა გეოგრაფიის მასწავლებელი და როგორ დაადგინა პოლიციამ მკვლელის ვინაობა?

N 4 – მარტოხელა ადამიანი

ქალაქის გარეუბანში ცხოვრობდა ადამიანი, რომელიც სახლიდან შორს არასოდეს მიდიოდა. ცხელ ზაფხულში, ერთ-ერთ პარასკევ დილით, მის სახლთან ფოსტალიონი მივიდა და დაუძახა, თუმცა მეპატრონემ მას პასუხი არ გასცა. ფოსტალიონმა ფანჯარაში შეიხედა და სახლის მეპატრონე იატაკზე, სისხლის გუბეში მწოლიარე დაინახა. ფოსტალიონმა პოლიციას გამოუძახა. მათ სახლთან 2 ბოთლი იპოვეს. პირველში თბილი, მეორეში კი ცივი რძე იყო. ასევე სამშაბათი დღის ყოველდღიური გაზეთი.

შემდეგ დღეს პოლიციამ მკვლელი დააკავა. როგორ მიაგნეს დამნაშავეს ასე სწრაფად?

N 5 – ორი აბი

სერიული მკვლელი ადამიანებს იტაცებდა და მათ 2-დან 1 აბის მიღებას აიძულებდა. პირველი ადამიანს ზიანს არ აყენებდა, მეორე კი მყისიერად კლავდა. დარჩენილ აბს მკვლელი ყოველთვის თვითონ იღებდა. მძევალი არჩეულ აბს ყლაპავდა, წყალს აყოლებდა და მყისიერად კვდებოდა. მკვლელს ყოველთვის უსაფრთხო აბი ხვდებოდა.

რატომ არ შეხვდა მკვლელს არც ერთხელ შხამიანი აბი?

N 6 – გაყინული ფანჯრები

ზამთრის ერთ ცივ დღეს ჯონმა თავისი მეგობარი ჯეკი საკუთარ სახლში, მისაღებ ოთახში გარდაცვლილი იპოვა. ჯონმა პოლიცია მაშინვე გამოიძახა. სამართალდამცავის კითხვაზე, თუ როგორ აღმოაჩინა მან ცხედარი, ჯონმა უპასუხა, რომ ახლო-მახლო იმყოფებოდა და ჯეკთან სტუმრად შევლა გადაწყვიტა. მისი თქმით, ის დიდხანს აკაკუნებდა კარზე და ზარს რეკავდა. ჯეკმა მას არ გაუღო, თუმცა გაყინული ფანჯრიდან ჩანდა, რომ სახლში სინათლე იყო ჩართული. მაშინ ჯონმა ყინულის გასადნობად ფანჯრის გაყინული მინა დაორთქლა. სახლში შეხედვისთანავე მან იატაკზე მწოლიარე ჯეკი დაინახა.

პოლიციელებმა დაუყოვნებლივ დააკავეს ჯონი და მკვლელობაში ეჭვმიტანილად ცნეს. რატომ?

N 7 – ქიმიკოსის გამოცანა

ცნობილი მეცნიერი და ქიმიკოსი თავის ლაბორატორიაში მოკლული იპოვეს. შენობაში ვერანაირ მტკიცებულებას ვერ მიაკვლიეს, გარდა ფურცლისა, რომელიც ცხედართან ახლოს ეგდო და მასზე რამოდენიმე ქიმიური ელემენტი იყო ჩამოთვლილი. გამომძიებელმა დაადგინა, რომ გარდაცვალების დღეს ლაბორატორიაში მეცნიერთან 3 ადამიანი მოვიდა: მისი ცოლი მერი, ძმისშვილი ნიკოლასი და მეგობარი ჯონათანი.

გამომძიებელმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი მაშინვე დააკავა. როგორ შეძლო მან ეს?

ახლა კი სწორი პასუხები:

გამოცანა N 1 – ამოხსნა

ნიჩბის დახმარებით ჯეკმა ფანჯრის ქვეშ მიწის გორაკი უნდა გააკეთოს, მასზე დადგეს და ციხეს თავი ამგვარად დააღწიოს.

გამოცანა N 2 – ამოხსნა

პოლიციელი მიხვდა, რომ მისის სმითი მათ ატყუებს: ფანჯრის შუშა მხოლოდ სახლიდან შეიძლება ყოფილიყო ჩამსხვრეული, ვინაიდან თუ მას გარედან ჩატეხავდნენ, ნამსხვრევები იატაკზე ეყრებოდა.

გამოცანა N 3 – ამოხსნა

გეოგრაფიის პედაგოგი მათემატიკის მასწავლებელმა მოკლა, მისი სიტყვებით ის შუასემესტრულ ტესტირებას ატარებდა, თუმცა დანაშაული სასწავლო წლის პირველ დღეს მოხდა.

გამოცანა N 4 – ამოხსნა

ნათელია რომ მკვლელი გაზეთების დამრიგებელია. მხოლოდ მას შეეძლო ცოდნოდა, რომ ხუთშაბათს და ოთხშაბათს გაზეთების წამკითხველი აღარავინ იქნებოდა.

გამოცანა N 5 – ამოხსნა

ორივე აბი, აბსოლუტურად, უვნებელი იყო. მომაკვდინებელი მსხვერპლისთვის განკუთვნილი წყალი იყო, რომელსაც ისინი აბს აყოლებდნენ.

გამოცანა N 6 – ამოხსნა

ჯონს ყინულის გალღობა სახლის გარედან არ შეეძლო, ვინაიდან ის შუშის მხოლოდ შიდა, სახლის მხრიდან წარმოიქმნება.

გამოცანა N 7 – ამოხსნა

თავსატეხის პასუხი გარდაცვლილის ცხედართან დაგდებულ ქაღალდის ფურცელზე იყო მოცემული. თუ მოცემული ქიმიური ელემენტების აღმნიშვნელ ლათინურ სიმბოლოებს დააწყობთ, მკვლელის ვინაობასაც გაიგებთ: Ni-C-O-La-S.

ნახშირბადი, ჟანგბადი, ნიკელი, ლანთანი, გოგირდი.

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური