7 უცნობი ფაქტი ვიკიპედიის შესახებ, რაც აქამდე არ იცოდით
ონლაინ-ენციკლოპედია „ვიკიპედია“ თანამედროვე ინტერნეტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანივებ-გვერდია. მილიონობით ადამიანი იყენებს მას, როგორც სანდო, ჭეშმარიტი და მიუკერძოებელი ინფორმაციის წყაროს. გარდა ამისა, „ვიკიპედია“ გახდა საუკეთესო მაგალითი იმისა, რომ არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელსაც აფინანსებენ და მხარს უჭერენ მოხალისეები, შეუძლია ნამდვილად დიდებული საქმის გაკეთება. გთავაზობთ რამდენიმე ფაქტს „ვიკიპედიის“ შესახებ.
1. „ვიკიპედიის“ დამფუძნებელი და უცვლელი ხელმძღვანელი არის ჯიმი დონალ უელსი (JimmyDonalWales). თუმცა ენციკლოპედიაზე მუშაობის დაწყებამდე ჯიმი თავი ძალებს სრულიად სხვა პროექტში ცდიდა. 1996 წელს უელსმა ტიმ შელთან ერთად დააარსა კომპანია Bomis, რომლის მიზანი იყო საძიებო სისტემის შექმნა „მამაკაცებისათვის“ Bomis.com. ამ საიტის ფასიანი ნაწილი შეიცავდა პორნოგრაფიულ მასალებს.
2. „ვიკიპედიის“ წინამორბედი იყო „ნუპედია“ – ენციკლოპედიური პროექტი, რომელიც შექმნეს ჯიმი უელსმა და ლარი სენგერმა 2000 წლის მარტში. „ვიკიპედიისგან“ განსხვავებით აქ სტატიები იწერებოდა პროფესიონალებისა და მეცნიერების მიერ. არსებობის სამი წლის განმავლობაში ამ ენციკლოპედიაში გაჩნდა 25 დასრულებული სტატია და კიდევ 74 გაუმჯობესების პროცესში. მიუხედავად ამისა, 2008 წლის ივნისში CNET Networks-მა„ნუპედია“ დაასახელა დღეისათვის მომუშავე ერთ-ერთ დიდებულ ვებ-გვერდად.
3. ვებ-გვერდის რედაქტირება მომხმარებლების მიერ (wiki) გაჩნდა „ვიკიპედიის“ შექმნამდე დიდი ხნით ადრე. პირველად ტერმინი wiki ვებ-გვერდის აღწერისათვის გამოიყენა 1995 წელს ჰოვარდ კანინგემმა, რომელმაც პირველმა შექმნა ვიკი-სისტემა WikiWikiWeb. სახელი მან მოიფიქრა ჰავაის ენის სიტყვა „ჩქარისგან“. მოგვიანებით ამ სიტყვის გაშიფვრა მოიფიქრეს როგორც: What I KnowIs… („ის, რაც მე ვიცი, არის…“)
4. ამჟამად „ვიკიპედია“ იქმნება მოხალისეების მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით 291 ენაზე. იგი შეიცავს 30 მილიონზე მეტ სტატიას. ინტერნეტ-საიტი „ვიკიპედია“ მეხუთე ადგილზეა ვიზიტორების რაოდენობით მსოფლიოში. „ვიკიპედია“ დღეს – ყველაზე მსხვილი და პოპულარული სახელმძღვანელოა დედამიწაზე. ზოგიერთი მეცნიერი „ვიკიპედიას“ მოიხსენიებს, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან ობიექტს, რომელიც შექმნილა კაცობრიობის ისტორიაში.
5. მრავალი ადამიანი იყენებს ფაქტებს „ვიკიპედიიდან“, როგორც საბოლოო და უდავო არგუმენტს. თუმცა, თავად ენციკლოპედიაში ნათქვამია, რომ ამგვარი მიდგომა არასწორია.
6. „ვიკიპედიის“ გამოჩენამდე ყველაზე დიდ ენციკლოპედიად ითვლებოდა ჩინეთის იმპერატორის ბრძანებით შექმნილი სახელმძღვანელო YongleEncyclopedia, რომელშიც გაერთიანებულია საიმპერატორო ბიბლიოთეკის ყველა წიგნის ცოდნა, ისტორიული, ფილოსოფიური და ხელოვნების ნაწარმოებები. იგი შეიქმნა 1403-1408 წლებში და რეკორდსმენი იყო დაახლოებით 600 წლის განმავლობაში.
7. „ვიკიპედიის“ ვებ-გვერდის რედაქტირების ხელმისაწვდომობა მრავალი ხუმრობისა და მისტიფიკაციის საბაბი გამხდარა. მაგალითად 2006 წლის ოქტომბერში ენციკლოპედიაში გაჩნდა განყოფილება არარსებულ „ციმბირულ ენაზე“, რაც წარმოადგენდა ძველი რეგიონების დიალექტებისა და თანამედროვე უწმაწური სიტყვების სახალისო ნაკრებს. არსებობის მოკლე ვადაში ამ ენაზე დაწერილი სტატიების რაოდენობამ (6500-ზე მეტი) გადააჭარბა რამდენიმე ნამდვილ ენას: უზბეკურს, ბელორუსულსა და ა.შ. ტყუილი გამჟღავნდა ერთი წლის შემდეგ და 2007 წლის ნოემბერში ეს განყოფილება წაშალეს.
7 საინტერეო ფაქტი Google-ის შესახებ, რომლებიც აქამდე არ იცოდით
Google-ში ინფორმაციის მოძებნის 17 ხერხი, რომელიც მომხმარებელთა 96%-მა არ იცის
წყარო: lifehacker.ru
ა.ზ.