GRUNI-ში ტრენინგი „მოლაპარაკების ხელოვნება, ეფექტური კომუნიკაცია, მედიაცია“ გაიმართება
8 ნოემბერს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, ინტერაქციულ-პრაქტიკული საუნივერსიტეტო ტრენინგი – „მოლაპარაკების ხელოვნება, ეფექტური კომუნიკაცია, მედიაცია“ გაიმართება.
უნივერსიტეტის მიერ 29 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი თემები:
- მედიაცია, როგორც თანამედროვე ცხოვრების წესი;
- მოლაპარაკების მნიშვნელოვანი ასპექტები და კონფლიქტის მართვა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
- აქტიური მოსმენა და ემპათიური კომუნიკაციის ტექნიკები.
ინტერაქციულ ტრენინგს, თავის გუნდთან ერთად, EEDR მედიაციის ცენტრის ხელმძღვანელი, იურისტი, ლიცენზირებული მედიატორი ნინა გერსამია წარუძღვება.
მონაწილეობა შესაძლებელია ბაკალავრიატის საფეხურის ნებისმიერი უნივერსიტეტის ნებისმიერი სტუდენტისთვის.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს
-
GRUNI-ს პროფესორები მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალ კვლევაში მონაწილეობენ
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ბუდაპეშტში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში TESOL პროგრამის მერვე ნაკადი გაიხსნა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი