GRUNI-ს წარმომადგენლები თურქმენეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას ხელმძღვანელობით, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის კანცლერი გიორგი თავხელიძე და რექტორის მოადგილე ინტერნაციონალიზაციის საკითხებში თამარ ლაღიძე, ქართულ დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით აშხაბადში იმყოფებოდნენ.
უნივერსიტეტის მიერ 16 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ქართულმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში: „ჯანდაცვა, განათლება და სპორტი ძლიერი სახელმწიფოს ახალი ეპოქის აღორძინების პერიოდში“.
ამავე ფორუმის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ საერთაშორისო საგანმანათლებლო საგამოფენო სივრცე დაათვალიერა, სადაც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საგანამანათლებლო პროგრამებიც იყო წარმოდგენილი. დამთვალიერებლებსა და საერთაშორისო პარტნიორებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უნივერსიტეტის საგანმანათლებლო შესაძლებლობებს, საერთაშორისო აკრედიტაციებსა და გაცვლით პროგრამებს დეტალურად გაცნობოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, გრუნის წარმომადგენლებმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, თურქმენეთის წამყვანი უნივერსიტეტების რექტორებთან და წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრებიც გამართეს და სამომავლო აკადემიური პარტნიორობის პერსპექტივები განიხილეს.
-
GRUNI-ში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს პროფესორები მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალ კვლევაში მონაწილეობენ
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ბუდაპეშტში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი