GE

8 საუკეთესო საგანმანათლებლო აპლიკაცია

ანდროიდი რომ უნიკალური გამოგონებაა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ბევრისთვის დღემდე უცნობია ის აპლიკაციები, რომელთა მეშვეობით მობილურის  პედაგოგად “გადაქცევაა” შესაძლებელი. თქვენ შეგიძლიათ, თქვენთვის აქამდე ბუნდოვანი საკითხები  – ბიზნესი, უცხო ენები, მეცნიერება, კულინარია ან ნებისმიერი სხვა რამ  შეისწავლოთ. ქვემოთ მოცემული 8 აპლიკაცია სწორედ ამაში დაგეხმარებათ:

Coursera – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც გთავაზობთ მრავალფეროვან თემებს სხვადასხვა კურსებიდან. თავად კურსები კი მოიცავს როგორც ჰუმანიტარულ ისე ზუსტ და საბუნებისმეტყველო სფეროებს. პლატფორმას სწორედ ეს სძენს განსაკუთრებულ ხიბლს, იგი 1000-ზე მეტ მიმართულებას აერთიანებს, რომელთაგან უმრავლესობას ვიდეო ლექციები და გაკვეთილები აქვს თან. კურსების ნაწილი უფასოა, ნაწილი – ფასიანი. აპლიკაციის გადმოტვირთვა კომპიუტერშიც შეგიძლიათ

Edx – მის ერთადერთ მინუსად მხოლოდ ის შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ კურსის დამთავრების შემდეგ დიპლომს არავინ მოგცემთ, სხვა მხრივ კი დაგროვებული ცოდნა უმაღლეს სასწავლებელში მიღებულ განათლებას არ ჩამოუვარდება. აღსანიშნავია, რომ პროგრამები მრავალფეროვანია და სრულიად უფასო

Google play books – აქ წიგნების მრავალფეროვანი არჩევანია, შეგიძლიათ იპოვოთ როგორც ფანტასტიკის ჟანრის ლიტერატურა, ისე კომიქსები, კლასიკოსების შედევრები და სახელმძღვანელოები. ფასები ისეთივეა, როგორც სხვა ვებგვერდებზე, აპლიკაცია კი ბევრ ძებნას და დროის დახარჯვას თავიდან აგაცილებთ

Khan academy – ესეც ზოგადი განათლების დაგროვების მსურველთათვის. პლატფორმა 10 000-ზე მეტ ვიდეო გაკვეთილს იტევს და ეს ყველფერი სრულიად უფასოდ. მათი ნაწილი განათლების ტიპურ სახეებსაც ეხება: მათემატიკა, ისტორია, მეცნიერება და სხვა. განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვინც უფრო მნიშვნელოვანი და რთული საკითხების მოგვარებითაა გატაცებული

Memrise – თუ ენის შესწავლას იწყებთ, ეს აპლიკაცია თქვენთვისაა და დიდი ალბათობით, პროგრამა თქვენს სასურველ ენას “ფლობს”, ის 100-ზე მეტ ენას იტევს. სწავლების მეთოდი ზოგჯერ უჩვეულოც კია და შესაძლოა, პროგრამამ თამაშიც შემოგთავაზოთ

Sololearn – ესაა დეველოპერი გუგლ პლეიზე,რომელსაც საინტერესო საგანმანათლებლო პროგრამები აქვს. თითოეული მათგანი განკუთვნილია კომპიუტერული ტექნელოგიით დაინტერესებულ პირთათვის. აპლიკაცია სრულიად უფასოდ შეგასწავლით კომპიუტერის ენას

Udacity – ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სანდო აპლიკაცია ცოდნის გაღრმავების მსურველთათვის. კურსები მოიცავს სერიოზულ, სიღმისეულ მასალებს და თითოეული მათგანი მკაცრადაა შემოწმებული და გაკონტროლებული აპლიკაციის შემქმნელების მიერ.

Udemy Udemy – პირველი საგანმანათლებლო პროგრამა გახლავთ. იგი ამჟამად 32 000 კურსს მოიცავს და აერთიანებს, როგორც მეცნიერებით ისე კულინარიით დაინტერესებულ პირებს. აქვე შეგხვდებათ ბიზნესის, მეწარმეობის, დიზაინის, ფოტოგრაფიისა თუ მუსიკის კურსები. მათი ნაწილი ფასიანია.

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური