GE

9 წიგნი, რომელთა საშუალებითაც ინგლისური ენის შესწავლა მარტივი და სასიამოვნოც კი გახდება

ინგლისურად კითხვა მის უკეთესად შეგრძნებაში დაგეხმარებათ. მთავარი კი ისაა, რომ წიგნების საშუალებით თქვენ შეინარჩუნოთ ინტერესსა და ენთუზიაზმს, ისეთი რთული საქმისადმი, როგორიცაა უცხო ენის შესწავლა. დამეთანხმებით, რომ რუტინული გრამატიკული სავარჯიშოების შესრულება, რომლებიც არ არის გაჯერებული საინტერესო გამოცდილებითა და დასამახსოვრებელი ისტორიებით, ძალიან მოსაბეზრებელია. გთავაზობთ 9 წიგნს, რომლებიც  ინგლისური ენის შესწავლის პროცესს თქვენთვის საინტერესო თავგადასავლად აქცევს.

,,დროში მოგზაურის ცოლი“, ოდრი ნ./ ,, The Time Traveler’s Wife ”, Audrey N.

ეს არის სასიყვარულო ისტორია ადამიანზე, რომელსაც გენეტიკური გადახრის საშუალებით დროში მოგზაურობა შეუძლია და მის ცოლზე, რომელიც იძულებულია  ქმრის მოულოდნელ და სახიფათო გაუჩინარებას გაუმკლავდეს.

,,ნარნიას ქრონიკები“, კლაივ ს. ლიუისი/ ,,The Chronicles of Narnia”, Clive Staples Lewis

ეს არის 7 წიგნისგან შემდგარი, ფანტასტიკური ჟანრის  ნაწარმოები, რომელშიც მოთხრობილია ბავშვების თავგადასავალი ჯადოსნურ ქვეყანაში. მისი სახელწოდებაა  ნარნია, იქ ცხოველებს ლაპარაკი შეუძლიათ, ჯადოქრობა კი არაავის უკვირს.

,,დაკარგული ქვეყანა“, არტურ კ. დოილი/,,The Lost World”, Conan Doyle

რომანში აღწერილია ბრიტანული ექსპედიციის თავგადასავალი სამხრეთ ამერიკაში. კლდოვან მიუღწეველ ტაფობზე პროფესორი ჩელენჯერი, თავის მეგზურებთან ერთად  ,,დაკარგულ ქვეყანას“ აღმოაჩენს, რომელიც დინოზავრებით, კაცმაიმუნებითა და ქვის ხანის ადამიანებით არის დასახლებული.

,,მატილდა“, როალდ დალი/ ,,Matilda”, Roald Dahl

მშობლებისა და მასწავლებლების აზრით, მატილდა ძალიან მოუსვენარი ბავშვია და ბევრ პრობლემას ქმნის. ნაწარმოების მთავარი გმირს კი მიიჩნევს, რომ თვით უფროსები არიან დიდი მატყუარები. მოულოდნელად მატილდა აღმოაჩენს, რომ მას ზებუნებრივი შესძლებლობები აქვს, რის შემდეგან ის უფროსების დასჯას გადაწყვეტს…

,,სიამაყე და ცრურწმენა“, ჯეინ ოსტინი/ ,,Pride and Prejudice”, Jane Austen

ხელმოკლე, მაგრამ პატივსაცემი ოჯახის-ბენეტების მეზობლად მდიდარი და იდუმალი ბატონი დარსი სახლდება. მისგან რადიკალურად განსხვავდება ელიზაბეტ ბენეტი, რაც მათ ურთიერთობაზე აისახება. მიუხედავად ამისა, სიამაყისა და ცრურწმენის გადალახვის შემდეგ, ეს ორი პერსონაჟი ერთმანეთს უკეთ გაიცნობს და დაუახლოვდება.

,,შიმშილის თამაშები“, სიუზენ კოლინზი/,,The Hunger Games”, Suzanne Collins

ახალგაზრდა ქალ-ვაჟი, რომლებსაც დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ იძულებულნი ხდებიან ერთმანეთის მტრები გახდნენ. კენჭისყრის საფუძველზე, მათ უწევთ საშინელ ,,შიმშილის თამაშებში“ მონაწოლეობის მიღება, სადაც ცოცხალი მხოლოდ ერთი, ყველაზე ძლიერი მონაწილე გადარჩება. ეს არის კანონი, რომელიც არასდროს დარღვეულა, მაგრამ ნაწარმოების მთავარი გმირები არ აპირებენ დაემორჩილონ ამ მას.

,,თამაში ჭვავის ყანაში“,  ,, The Catcher in the Rye”, J. D. Salinger

ბავშვობა ეს-ეს არის დასრულდა და ზრდასრული ცხოვრების დრო დადგა, ის კი ბევრი ტყუილითა და თვალთმაქცობითაა სავსე. ჰოლდენი კეთილსინდისიერად უნდა მოიქცეს, წარმოაჩინოს საკუთარი თავი, წინ აღუდგეს ტყუილს, მაგრამ ეს ყოველივე თვით მას ავნებს.

,,მოსიარულე ციხე-სიმაგრე“, დიანა ჯონსი/ Howl’s Moving Castle”, Diana Jones

სოფის თავს საშინელი წყევლა ატყდება. მას სხვა გზა არ რჩება და ის დახმარებისთვის იდუმალ ჯადოქარს-ჰოულს მიმართავს, რომელიც მოსიარულე ციხე-სიმაგრეში ცხოვრობს. ჯადოქრობისგან გასათავისუფლებლად სოფის არაერთი ამოცანის ამოხსნა და ციხე-სიმაგრეში საკმაოდ დიდხანს დარჩენა მოუწევს.

,,ყვავილები ელჯერნონისთვის“, დენიელ კიზი/ Flowers for Algernon”, Daniel Keyes

ნაწარმოების მთავარი გმირი ჩარლი, რომელიც გონებრივად არის ჩამორჩენილი, თანხმდება ექსპერიმენტულ ოპერაციას ტვინზე. მისი ინტელექტი სწრაფად იწყებს ზრდას. მაგრამ საკითხავია გააბედნიერებას მას თუ არა ეს ცოდნა? საჭიროა მაღალი IQ-ს ქონა, რომ შედგე როგორც პიროვნება?

40 შესანიშნავი საიტი, რომელიც დაგეხმარებათ ისწავლოთ რაღაც ახალი ყოველ დღე

მოამზადა მარიამ მისაბიშვილმა

წყარო: Adme.ru

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური