GE

40 შესანიშნავი საიტი, რომელიც დაგეხმარებათ ისწავლოთ რაღაც ახალი ყოველ დღე  

ათწლეულების წინ, რაიმე ახლის შესწავლა კვირაში რამდენიმე საღამოს სკოლაში გატარებას ან ტრენერის ინსტრუქტაჟით ჩატარებულ ბუღალტერიისა და ფოტოგრაფიის საღამოს სემინარებზე დასწრებას ნიშნავდა. დღეს, განათლებისა და პერსონალურ-პროფესიული განვითარების სამყარო თქვენს ხელთაა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. თავისუფალი განათლების მოძრაობამ შედეგი გამოიღო და ბოლო წლებია, რაც პიკს მიაღწია. დღეს ყველას, ვისაც ინტერნეტთან აქვს წვდომა, თავისუფალი დროის გამოყენება ცოდნის გაღრმავების მიზნით შეუძლია. ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ონლაინ სწავლების საიტზე – „Udemy“, 30,000 სასწავლო კურსია ხელმისაწვდომი და ეს მხოლოდ ერთი საიტია.

აი, რა უნდა ქნათ: გამოიწვიეთ საკუთარი თავი, რომ ყველდღე რაიმე ახალი ისწავლოთ. ეს თქვენს კარიერას, პირად ცხოვრებას და ზოგადად, თქვენს მენტალურ კეთილდღეობასაც წაადგება. ერთი მხრივ, გაცილებით ბედნიერად იგრძნობთ თავს და მეორე მხრივ, -პროდუქტიულ ადამიანად.

დასაწყისისათვის 40 საიტს გაგაცნობთ:

  1. Lynda: საიტი, რომლის მეშვეობითაც უკვე 4 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა გაიარა კურსები.
  2. გამოყავით დრო, რათა გაეცნოთ ახალ სტატიებს საიტიდან: “შენი საყვარელი გამოცემები“ – your favorite blogs and online magazines.
  3. CreativeLive: გახდით უფრო ჭკვიანი და გაზარდეთ თქვენი შემოქმედითობა უფასო ონლაინ გაკვეთილების მეშვეობით.
  4. Hackaday: შეიძინეთ ახალი უნარ-ჩვევები და მიიღეთ პრაქტიკული რჩევები, რომელსაც საიტი ყველდღიურად გთვაზობთ.
  5. MindTools: ადგილი, სადაც ლიდერობის უნარ-ჩვევების სწავლა შეგიძლიათ.
  6. Codecademy: შეისწავლეთ Java, PHP, Python და ა.შ. კოდირების ონლაინ სკოლის დახმარებით.
  7. EdX: ათასობით ღია სასწავლო კურსი, მათ შორის პროგრამირების განხრით.
  8. Platzi: განავითარეთ მარკეტინგის, კოდირების, აპლიკაციების დეველოპლენტისა და დიზაინის უნარ-ჩვევები.
  9. Big Think: „დიდი მოაზროვნეების“ და დარგის ექსპერტების სტატიები და ვიდეო რესურსები.
  10. Craftsy: სახალისო გაკვეთილები კულინარიის, ქსოვის, კერვის, ტორტების დეორაციების ექსპერტებისგან.
  11. Guides.co: გზამკვლევების უზარმაზარი ონლაინ კოლექცია, ყველა თემაზე, რისი წარმოდგენაც შესაძლებელია.
  12. LitLovers: განავითარეთ ლიტერატურისადმი თქვენი სიყვარული, ლიტერატურის უფასო ონლაინ კურსების მეშვეობით.
  13. Lifehacker: უბრალოდ, ერთ-ერთი საუკეთესო!
  14. Udacity: სებასტიან ტრანის მიერ ჩამოყალიბებული კოდირების ონლაინ უნივერსიტეტი.
  15. Zidbits: გამოიწერეთ სახალისო ფაქტების, უცნაური სიახლეებისა და სხვადასხვა თემატიკის სტატიების უდიდესი კოლექცია.
  16. TED Ed: ლეგენდარული TED ბრენდი ონლაინ კურსებს გთავაზობთ.
  17. Scitable: ისწავლე გენეტიკისა და ევოლუციის შესახებ
  18. ITunes U:  იელის, ჰარვარდის და სხვა რეიტინგული უნივერსიტეტების ლექციების პოდკასტები.
  19. Livemocha: დაუკავშირდი მსოფლიოს 190 ქვეყნის წარმომადგენლებს და პრაქტიკულად აითვისე ახალი ენა.
  20. MIT open courseware: კოდირების საწყისი გაკვეთილები. ასევე იხილეთ ამავე თემატიკის უფასო კურსები ბმულზე: check out these other places to learn coding for free.
  21. WonderHowTo: ყოველდღიური ვიდეოები, რომლებიც გასწავლით, თუ როგორ გააკეთოს ესა თუ ის.
  22. FutureLearn: შეუერთდით 3 მილიონზე მეტ ადამიანს, რომელიც ონლაინ კურსებს გადის ყველა სფეროში, დაწყებული მედიცინიდან, ბუნების ისტორიით დამთავრეუბლი.
  23. One Month: ერთი თვის განმავლობაში, ყოველდღიური მეცადინეობის რეჟიმში, ისწავლე რაიმე ერთი, ახალი უნარი.
  24. Khan Academy: ერთ-ერთი უდიდესi და ყველაზე ცნობილი ონლაინ სწავლების პლატფორმა, რომელიც მეთოდად თამაშის მოდელირებას იყენებს.
  25. Yousician: ვინ თქვა, რომ ახალი რაიმეს სწავლა სამსახურის საქმიანობას ან პროფესიას უნდა უკავშირდებოდეს?
  26. Duolingo: სრულიად უფასო, თამაშის მოდელირებაზე დაფუძნებული, ენების შემსწავლელი საიტი. დამატებით იხილეთ: find more language learning sites here.
  27. Squareknot: „გახდი კრეატული სხვა კრეატიულებთან ერთად“.
  28. Highbrow: სერვისი, რომლის გამოწერითაც ელ.ფოსტაზე მიიღებთ ხუთწუთიან ვიდეოებს ყოველდღიურად.
  29. Spreeder: ძალიან ჩქარა რომ შეგეძლოთ კითხვა, ხომ შესანიშნავი იქნებოდა?
  30. Memrise: ისწავლეთ მეტი და გაიმდიდრეთ ლექსიკური მარაგი.
  31. HTML5 Rocks: HTML5-თან დაკავშირებული ყველა სიახლე, რესურსები, სლადები და სხვა სასარგებლო ინფორმაცია Google Pro-ს კონტრიბუტორებისგან.
  32. Wikipedia’s Daily Article List: მიიღეთ “ვიკიპედიის“ დღის სტატიები საკუთარ ინბოქსში.
  33. DataMonkey: მონაცემთა ბაზებთა მუშაობის ცოდნა საჭირო რამაა. ისწავლეთ SQL და Excel აქ.
  34. Saylor Academy: გთავაზობთ საჯარო გამოსვლების შესანიშნავ კურსებს, რომელთა გავლაც ონლაინ შეგიძლიათ. ასევე იხილეთ: more free public speaking courses here.
  35. Cook Smarts: კულინარიისა და კერძების მომზადების საბაზისო და გაძლიერებული კურსები.
  36. The Happiness Project: გსურთ ისწავლოთ, როგორ გახდეთ ბედნიერი? დღეში ამას მხოლოდ 5 წუთი სჭირდება.
  37. Learni.st: კურსები, რომელსაც ექსპერტები კურირებენ. ასევე საიტს აქვს წვდომა პრემიუმ მასალებზე.
  38. Surface Languages: საიტი კარგი არჩევნია, თუ მოგზაურობის წინ რამდენიმე სასარგებლო ფრაზის სწავლა გადაწყვიტეთ.
  39. Academic Earth: საიტი გთავაზობთ საუნივერსიტეტო დონის სასწავლო პროგრამებს 2009 წლიდან.
  40. Make: ისწავლე „როგორ“ და შექმენი თავად.

არ არსებობს რეალური მიზეზი, თუ რატომ არ შეგიძლიათ ყოველდღე რაიმე ახლის შესწავლა, იქნება ეს საქმიანობასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები, თუ რაიმე სახალისო ჰობი ან თუნდაც, ახალი ენა.

5 რესურსი, რომელიც დაგეხმარებათ შექმნათ აუდიოჩანაწერი მოსწავლეებისთვის

მსოფლიოს ტოპ-20 რესურსი უფასო ონლაინ-სწავლებისათვის

მოამზადა ანა ნემსიწვერიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური