ანტიტერორისტული სპეცოპერაციის გამო 97–ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე 97-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.
როგორც ცნობილია, უკვე 15 საათზე მეტია, რაც სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ანტიტერორისტული დეპარტამენტის ჩართულობით ანტიტერორისტული სპეცოპერაცია მიმდინარეობს. საუბარია სავარაუდოდ ორი პირის აყვანაზე.
როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების სამინისტროში განუმარტეს, სასწავლო პროცესი 97–ე საჯარო სკოლაში დროებით შეწყვეტილია და გაცდენილი საათების ანაზღაურება მოსწავლეებს შაბათი დღის ხარჯზე მოუწევთ.
“მშობლები და მოსწავლეები სკოლის ადმინისტრაციის მიერ არიან გაფრთხილებულები. დღეს სკოლაში სასწავლო პროცესი არ გაიმართება. დღეს გაცდენილ საათებს კი მოსწავლეები შაბათ დღეს აანაზღაურებენ”, – განგვიმარტეს სამინისტროში.
-
2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა – რა თანხები აქვს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
by ARIS.GE-განათლება
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება