თსუ-ში COMET ექსპერიმენტთან დაკავშირებული საერთაშორისო ვორკშოპი გაიმართება
22 სექტემბერს, 10.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება COMET ექსპერიმენტთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობის ვორქშოპი. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე მერაბ ელიაშვილი, ქართველი და უცხოელი მეცნიერები დაესწრებიან.
ღონისძიებაზე განიხილება მოსამზადებელი სამუშოები ექსპერიმენტის ჩასატარებლად, რომელიც დაგეგმილია იაპონიაში პროტონულ ამაჩქარებელთა კვლევის ეროვნულ ცენტრში 2016 წელს. ვორქშოპის აქტუალობას განსაზღვრავს ის ფაქტი, რომ ის შეეხება ფიზიკის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრობლემას – დამუხტული ელემენტარული ნაწილაკების დამახასიათებელი კვანტური რიცხვის “არომატის” შენახვის კანონის დარღვევას. ეს ხელს უწყობს ელექტრონიკის განვითარებას. COMET ექსპერიმენტის შედეგებმა უნდა გასცეს პასუხი ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში დღეისთვის პასუხგაუცემელ კითხვებს. კერძოდ, არსებობს თუ არა ელემენტარული ნაწილაკების ურთიერთქმედებების აღმწერი თეორიის (სტანდარტული მოდელი) მიღმა ფიზიკა, ანუ “ახალი ფიზიკა”.
ვორქშოპის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ამ ექსპერიმენტში მონაწილე 15 ქვეყნის (მათ შორის: იაპონია, ჩინეთი, ინგლისი, ჩეხეთი, ავსტრალია, რუსეთი, ბელორუსია) წამყვან მეცნიერებთან ერთად ქართველი და უცხოელი სტუდენტები (დოქტორანტები და მაგისტრები). COMET ექსპერიმენტში 50-მდე საერთშორისო სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციაა ჩართული.
კონფერენცია 26 სექტემბრამდე გასტანს.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია 06.
-
დავით მაღრაძის სემინარი თსუ-ში – „ბარაქიანი მიწა“
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები გადამზადებას აშშ-ში გაივლიან
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ 2020 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი