GE

აბიტურიენტები: „წელს ყველაფერი ხელს გვიწყობს, საატესტატოებიც გააუქმეს და ამინდიც ჩვენს მხარესაა“

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დღეს დაიწყო.

წინასაგამოცდო პერიოდში ერთ-ერთი თემა საგამოცდო ცენტრებში გაგრილების სისტემას ეხებოდა. შარშანდელ გამოცდებზე, მაღალი ტემპერატურის გამო, მეორე სესიები მოხსნეს კიდეც.

წელს კი, პირველ გამოცდაზე, ივლისის თვის უჩვეულოდ ცივმა ამინდმა საგამოცდო ცენტრის ეზოში მდგარი აბიტურიენტები ხუმრობის ხასიათზე დააყენა:

თეკლა: ,,მართალია ეროვნულები გაზაფხულზე არ ჩაატარეს, სამაგიეროდ ამინდი გადმოიტანეს ზაფხულში.”

ნინო: ,,მიხარია, რომ დღეს საკმაოდ გრილი ამინდია და გარეთ არსებული მაღალი ტემპერატურა ხელს არ შემიშლის წერაში, მაგრამ ვფიქრობ, გაგრილების სისტემა მაინც მოწესრიგებული უნდა იყოს”.

მათე: ,,წელს ყველაფერი ხელს გვიწყობს აბიტურიენტებს, საატესტატოებიც გააუქმეს და ამინდიც ჩვენს მხარესაა”.

შეგახსენებთ, რომ გამოცდა 09:00 საათზე დაიწყება, ამ დროისთვის ყველა საგამოცდო ცენტრში აპლიკანტთა რეგისტრაცია მიმდინარეობს.

 

 

 

 

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური