აბიტურიენტების ტესტებში მოყვანილი ტერმინის „ტერორიზმი“ მნიშვნელობაზე „ნაეკი“ განმარტებას აკეთებს
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე მეოთხე დღეს გასული აბიტურიენტები ამბობენ, რომ თუ მათ ნაშრომის შესწორებისას ესე გაუნულდებათ, აღნიშნულს აქციით უპასუხებენ.
„აბა, მეოთხე ვარიანტის ბავშვებო, ესეები თუ გაანულეს, აგვისტოში აქციის გამართვის მომხრე რამდენი ხართ?“, – წერენ აბიტურიენტები.
მათი წუხილი ტესტების ერთმა დავალებამ გამოიწვია, სადაც, მათი თქმით, ტერმინის „ტერორიზმი“ განმარტება ორაზროვნად, არასწორად, შეცდომით იყო მოყვანილი და სწორედ ამ განმარტებიდან გამომდინარე მოუწიათ არგუმენტირებული მსჯელობა, რაც მათივე თქმით, შესაძლოა, ქულის არდაწერის მიზეზი გახდეს.
წარმოგიდგენთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებას ტესტში არსებული დავალების შესახებ:
„ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტში თემები არგუმენტირებული ესესათვის პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე შეირჩა. აბიტურიენტებს მოეთხოვებოდათ ტოლერანტობის, ქსენოფობიის, დისკრიმინაციისა და ტერორიზმის შესახებ მსჯელობა. ამ ტიპის დავალების მიზანი აბიტურიენტის კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის უნარის შეფასებაა.
რაც შეეხება ტესტის IV ვარიანტს, ეს დავალება ყველა თვალსაზრისით კორექტულია, ცხადია, თუ განგებ არ დავანაწევრებთ და ფრაგმენტებს არასწორი აქცენტებით არ გავავრცელებთ. ტერმინის განმარტება დავალების განუყოფელი ნაწილია, განმარტებაში გამოკვეთილია პრობლემის ის ასპექტი, რომელიც დავალების შესრულებაში ეხმარება აბიტურიენტს.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მხოლოდ დავალების ნაწილის განხილვა და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფორმით საზოგადოებისათვის მიწოდება, სულ ცოტა, არასწორი და არაობიექტურია.
კითხვას, რამდენად ადეკვატურად გაიგეს აბიტურიენტებმა დავალება, პასუხს გასცემს აბიტურიენტთა ნაშრომები. დავალების ფრაგმენტით ვნებათაღელვის გამოწვევა კი ნაკლებად სავარაუდოა, აბიტურიენტების ინტერესების გამო ხდებოდეს.
რაც შეეხება დავალების წყაროს: Civil – ენციკლოპედიური ლექსიკონი („…ტერორიზმი წარმოადგენს ბევრად უფრო ფართო და რთული სოციალური, ეკონომიკური, იდეოლოგიური თუ პოლიტიკური პრობლემების ნაკრების გამოვლენას, შეიძლება ითქვას – წარმოადგენს ამ პრობლემების გადაჭრის ექსტრემალურ საშუალებას“).
დავალების სრულად გაცნობისა და ობიექტურად შეფასებისათვის გთავაზობთ ბმულს“, – აღნიშნულია გამოცდების ცენტრის განმარტებაში.
იხილეთ სიტყვა “ტერორიზმის” სრული განმარტება Civil – ენციკლოპედიური ლექსიკონში
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება
