აბიტურიენტებს “ევროპის უნივერსიტეტი” 16 და 17 თებერვალს ღია კარის დღეზე იწვევს
16-17 თებერვალს, აბიტურიენტებს გიწვევთ ღია კარის დღეზე. თქვენ პირადად “ევროპის უნივერსიტეტის” რექტორი, ნინო ტალიაშვილი გიმასპინძლებთ.
16 თებერვალს, 17:00 საათზე დაინტერესებული აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების და სავეტერინარო ფაკულტეტების შემდეგ პროგრამებზე:
- სამართლის საბაკალავრო პროგრამა
- ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა
- ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა
- ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა
- საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა
- არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამა
- ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
17 თებერვალს, 15:00 საათზე დაინტერესებული აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტების შემდეგ პროგრამებზე:
- დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი პროგრამა
- დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამა
- სტომატოლოგიის ქართულენოვანი პროგრამა
- სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი პროგრამა
- ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა
აბიტურიენტებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ დაათვალიერონ ევროპის უნივერსიტეტი და გაესაუბრონ მათთვის საინტერესო პროგრამის წარმომადგენლებს.
ღია კარის დღეზე დასასწრებად მიჰყევით – სარეგისტრაციო ბმული
შეხვედრის ადგილი: 16 თებერვალი – გურამიშვილის 76; 17 თებერვალი – სარაჯიშვილის გამზირი 17.
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ საინფორმაციო შეხვედრა – „აკადემიური კეთილსინდისიერება და პლაგიატის პრევენცია“ გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
“ევროპის უნივერსიტეტში” თვალის უახლესი ლაზერული ტექნოლოგიის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ მე-5 საერთაშორისო კონფერენცია „განათლება, ტექნოლოგიები და ინოვაცია“ ICETI 2025 გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი