აბიტურიენტებს რეგისტრაციის იმიტირებულ პროცესში მონაწილეობა შეუძლიათ – NAEC-ის შეთავაზება

17 მარტს, 15:00 საათზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტებისათვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება (მისამართი: ელიზბარ მინდელის 9).
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ 14 მარტს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ NAEC-ის წარმომადგენლები, მათ შორის, საგნობრივი ექსპერტები გამოცდებში მონაწილეობის მსურველებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან როგორც რეგისტრაციასთან, ასევე გამოცდების წინამოსამზადებელ პერიოდთან დაკავშირებით.
„აბიტურიენტები მიიღებენ ამომწურავ პასუხებს მათთვის საინტერესო კითხვებზე. იმ გამოსაცდელებს კი, რომლებიც გამოცდებზე ჯერ კიდევ არ დარეგისტრირებულან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შესაძლებლობას მისცემს, ჩაერთონ რეგისტრაციის იმიტირებულ პროცესში, რათა სრულყოფილი წარმოდგენა შეექმნათ რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებზე“, – აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 2 მარტს, 10:00 საათზე დაიწყო და 3 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
რა შეცდომები არ უნდა დაუშვას აბიტურიენტმა ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას – ჩამონათვალი by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
რა მოეთხოვება აბიტურიენტს და როგორ შეფასდება ტესტი – 2023 წლის ეროვნული გამოცდების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები by საცნობარო
-
როგორ გადავიხადოთ გამოცდისთვის თანხა და რა უნდა ვიცოდეთ – 2023 წლის აბიტურიენტთა რეგისტრაცია დაიწყო by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე