აბიტურიენტი გამოცდიდან კლინიკაში გადაიყვანეს
191-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტი ცუდად გახდა. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შემთხვევა გამოცდის დაწყებიდან დაახლოებით საათ-ნახევარში, დილის 10:30 საათისთვის მოხდა.
EDU.ARIS.GE-ს ფაქტი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრშიც დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ ერთ-ერთი აბიტურიენტი შეუძლოდ გახდა და სასაწრაფოდ დახმარების მანქანამ, რომელიც საგამოცდო ცენტრთან მორიგეობდა, ის კლინიკაში გადაიყვანა. კონკრეტულად რა მოხდა და რის გამო დასჭირდა აბიტურიენტს ექიმების დახმარება, ამას ცენტრში ვერ გვიკონკრეტებენ.
სკოლასთან მომლოდინე მშობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა დილით სახლში წაიქცა და ნიკაპი იტკინა, რასაც ღებინება მოჰყვა. იგი გამოცდაზე მაინც გამოცხადდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პროცესში თავი ცუდად იგრძნო და ექიმების ჩარევა გახდა საჭირო.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჯერჯერობით ვერ გვიდასტურებენ, შეძლებს თუ არა აბიტურიენტი გამოცდის ხელახლა ჩაბარებას გამოჯანმრთელების შემდეგ. როგორც უწყებაში განმარტავენ, თითოეული შემთხვევა ცალ-ცალკე განიხილება და გადაწყვეტილებებიც, კანონის შესაბამისად, ინდივიდუალურად, კონკრეტული ფაქტორების გათვალისწინებით მიიღება.
EDU.ARIS.GE ახალგაზრდას სწრაფად გამოჯანმრთელებასა და გამოცდების წარმატებით ჩაბარებას უსურვებს.
დღეს 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
„უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება ახალი მოდელის შესაბამისად უკვე უნდა დავიწყოთ ამ აკადემიური წლიდან“
by ARIS.GE-განათლება
-
სასწავლო გრანტების დღეს არსებული მაქსიმალური, საშუალო და მინიმალური ოდენობები შენარჩუნდება 2027-2028 სასწავლო წლის ჩათვლით
by ARIS.GE-განათლება
-
„ვერ მოესწრება“ – დიდი ალბათობით, 2026 წლის აბიტურიენტებს უმაღლესი განათლების რეფორმით დაგეგმილი ჩარიცხვის ახალი წესი არ შეეხებათ
by ARIS.GE-განათლება