აბიტურიენტის ბებიის პროტესტის შედეგი – საგამოცდო ცენტრებთან სკამები დადგეს
დღეს დილიდან, ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე დღეს, 173-ე და 175-ე საჯარო სკოლებში გახსნილ საგამოცდო ცენტრებთან აბიტურიენტების გულშემატკივრებს სკამები დახვდათ, რომლებიც გუშინ არ ყოფილა განლაგებული.
მშობლები ფაქტით კმაყოფილი არიან და იმ აბიტურიენტის ბებიას ემადლიერებიან, რომელმაც გუშინ განათლების მინისიტრს სკამების დადგმა პირდაპირ მოთხოვა. აღნიშნულის ამსახველი ვიდეო კი EDU.ARIS.GE-მ გადაიღო და მას ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
როგორც EDU.ARIS.GE–ს თბილისის მერიიდან აცნობეს, გულშემატკივრებისთვის მოსაცდელი სკამები დიდუბის, გლდანის ნაძალადევის, ისნისა და სამგორის საგამოცდო ცენტრებთან განათავსეს. არის თუ არა მსგავსი პირობები შექმნილი საქართველოს მასშტაბით არსებულ 22-ვე საგამოცდო ცენტრში ჩვენთვის უცნობია.
როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წარმომადგენელმა განგვიცხადა, უწყებას ამ საკითხზე დედაქალაქის მერიასთან კომუნიკაცია გუშინ ჰქონდა.
მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა, ცისანა შერგილაშვილმა
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება







