აბიტურიენტის ცნობარი 2025
გთავაზობთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ 2025 წლის ცნობარს აბიტურიენტებისთვის:
ცნობარი აბიტურიენტებისათვის 2025
(naec.ge, PDF, განახლებულია 08.08.2025)
ცნობარი აბიტურიენტებისათვის 2025
(naec.ge, PDF, 05.03.2025)
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებისათვის (აზერბაიჯანულ ენაზე)
(naec.ge, PDF, 10.03.2025)
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებისათვის (სომხურ ენაზე)
(naec.ge, PDF, 10.03.2025)
ცნობარში გაეცნობით ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციებს, როგორებიცაა: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გამოცხადებული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი, დადგენილი ადგილებისა და ჩასაბარებელი საგნების რაოდენობა, სწავლის საფასური და სხვ. ასევე, ინფორმაციას, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას.
კერძოდ:
– აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა (არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით);
– აკრედიტაციის ვადები;
– გაზრდილია თუ არა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;
– მითითებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამაზე სპეციალური მოთხოვნები;
– უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელი გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტი (კოეფიციენტების მინიჭებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს საგანმანათლებლო პროგრამისათვის მეტად თუ ნაკლებად პრიორიტეტულ საგამოცდო საგნებს, საკონკურსო ქულები სწორედ კოეფიციენტების მიხედვით დაითვლება).
გახსოვდეთ, რომ აბიტურიენტი საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას რაოდენობაში შეზღუდული არ არის.
გაითვალისწინეთ, რომ არსებული ცნობარი მუდმივად განახლებადია და საბოლოო სახით აგვისტოს შუა რიცხვებში გამოქვეყნდება.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
განათლების სამინისტრო თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას 100 ათასი ლარით დაეხმარება – მთავრობის განკარგულება
by ARIS.GE-განათლება
-
რა შემთხვევაში გაგიუქმდებათ სარეგისტრაციო განაცხადი – ინფორმაცია 2026 წლის აბიტურიენტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
„აღარ გრცხვენიათ? სისტემაში მყოფი მასწავლებელი გამოცდას აღარ უნდა აბარებდეს!“ – პედაგოგები კომპეტენციის მორიგჯერ დადასტურებაზე
by ARIS.GE-განათლება