აბიტურიენტთა უცხოური ენების გამოცდის შედეგები, ტესტები და სწორი პასუხები გამოქვეყნდა – გამოცდები 2021
2021 წლის ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტეთა უცხოური ენის ტესტების შედეგები, გამოცდაზე გამოყენებული ტესტები და პასუხები გამოქვეყნდა. შედეგების ნახვა აბიტურიენტებს როგორც გამოცდების ცენტრის ვებგვერდის, ისე SMS-ის საშუალებითაც შეუძლიათ. სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საიდენტიფიკაციო ნომერი. შედეგებთან ერთად იქნება განთავსებული აბიტურიენტის ნაშრომის ასლი და მიღებული ქულა.
იხილეთ შ ე დ ე გ ე ბ ი
რაც შეეხება მოკლეტექსტური შეტყობინებით ქულის გაგებას, აბიტურიენტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საიდენტიფიკაციო კოდი (ბარათზე მითითებული ცხრა ნიშნა რიცხვი) უნდა გაგზავნოს ნომერზე 93 333 (საფასური 50 თეთრი ჩამოიჭრება ანგარიშიდან).
უცხოური ენების ტესტის მაქსიმალური ქულაა 80. აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ქულათა გათანაბრების შემდეგ მისი ქულა გახდება ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტი (16 ქულაზე მეტი). აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ იმ საგანში, რომელშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის საკითხის გარკვევა ხდება სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ქულების გათანაბრების შემდეგ. იხილეთ ინფორმაცია გათანაბრების შესახებ
ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის შეფასების კრიტერიუმები
რაც შეეხება აპელაციას, ეს პროცესი მას შემდეგ დაიწყება რაც ყველა საგნის ქულა გამოქვეყნდება. სააპელაციო განაცხადების მიღება ელექტრონულად იქნება შესაძლებელი გამოცდების ცენტრის ოფიციალური გვერდიდან. აპელაციის საფასური 50 ლარია. საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. გაითვალისწინეთ, რომ ორი ან მეტი არჩევითი საგნის მონიშვნისა და ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის, ან რომელიმე მათგანზე არგამოცხადების შემთხვევაშიც, აბიტურიენტი ინარჩუნებს ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას.
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
„უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება ახალი მოდელის შესაბამისად უკვე უნდა დავიწყოთ ამ აკადემიური წლიდან“
by ARIS.GE-განათლება
-
სასწავლო გრანტების დღეს არსებული მაქსიმალური, საშუალო და მინიმალური ოდენობები შენარჩუნდება 2027-2028 სასწავლო წლის ჩათვლით
by ARIS.GE-განათლება
-
„ვერ მოესწრება“ – დიდი ალბათობით, 2026 წლის აბიტურიენტებს უმაღლესი განათლების რეფორმით დაგეგმილი ჩარიცხვის ახალი წესი არ შეეხებათ
by ARIS.GE-განათლება