„აბო თბილელის წამება“ და ლექსი „თევდორე“ – ქართულის გამოცდის მეორე დღის შუადღის სესიიდან გამოსული აპლიკანტები
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე დღის შუადღის სესიაზე გასული აბიტურიენტები უკვე ტოვებენ საგამოცდო ცენტრებს. ერთ-ერთმა პირველმა გამომსვლელმა 191-ე საჯარო სკოლიდან EDU.ARIS.GE-ს უთხრა, რომ პროგრამულიდან დავალებად იოანე საბანისძის „აბო თბილელის წამება“ მოვიდა.
„თემებიდან მოვიდა „აბოს წამება“ და გივი გეგეჭკორის ლექსი „თევდორე“. აბოდან იყო ის ნაწილი, ქრისტიანობა რომ მიიღო უკვე. რედაქტირება არ იყო ძალიან რთული, ტექსტად მოვიდა ნიკო ნიკოლაძის ტრამვაების ამბავი, ცხენით რომ ჩაანაცვლა. ძირითადი შეცდომები იყო პუნქტუაციური და სტილისტური, თუმცა არ დამითვლია რამდენი შეცდომა ვიპოვე. რაც შეეხება თემის თეზისებს, მე აბოს ნაწილი არ წამიკითხავს და მხოლოდ გივი გეგეჭკორის ლექსის თეზისი წავიკითხე. თეზისი იყო – უზნეობა დღევანდელ დროში რამდნად არის აქტიური, ანუ უზნეობას თუ ეგუები, მისი თანამონაწილე ხარ“, – გვითხრა გლდანის 191-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.
აბიტურიენტები 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან ტესტურ დავალებებს რთულად აფასებენ:
„საკმაოდ რთული საკითხები იყო. პროგრამულიდან „აბოს წამება“ შემომოვიდა. არაპროგრამულიდან ლექსი გივი გეგეჭკორის „თევდორე“. ესე იყო პრინციპებსა და ერთგულებაზე, თეზა კარგად არ მახსოვს“.
„პროგრამულიდან ვწერე „აბოს წამება“. არაპროგრამულიდან იყო ლექსი „თევდორე“, რომელიც ეხებოდა მედროვეობის თემას. ესეში პრინციპებისა და ფასეულობების დაცვის მნიშვნელობაზე ვწერე”.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
მოამზადეს გოგა ნიჟარაძემ და მზეო შველიძემ
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება