GE

აჭარის რეგიონში სააღმზრდელო პროცესი ერთ საბავშვო ბაღში არ განახლდა

კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი განახლდა. თუმცა არის გამონაკლისები, სადაც ვირუსის გამოვლენის გამო სააღმზრდელო პროცესი ისევ შეჩერებულია.

აჭარის რეგიონში ასეთი ერთი ბაღია. ქობულეთის მე-2 საჯარო ბაღში სააღმზრდელო პროცესი ვერ განახლდა.კორონავირუსი ერთ აღმზრდელ პედაგოგს დაუდასტურდა.

მე-2 საბავშვო ბაღში, სადაც COVID-19 დაფიქსირდა, 169 აღსაზრდელი და 29 თანამშრომელია. ქობულეთის რესურსცენტრის ინფორმაციით, გუშინ მუნიციპალიტეტში 800-მდე თანამშრომელს ჩაუტარდა კორონავირუსზე ტესტი, დღეს კი ცნობილი გახდა რომ ერთ პედაგოგს COVID-19 აქვს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში 28 საბავშვო ბაღია. როგორც ბაღების მართვის დირექტორი აცხადებს საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა დაახლოებით 70% გამოცხადდა.

წყარო: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური