GE

„ადამიანის უფლებები ციფრულ ეპოქაში – ონლაინ დეზინფორმაცია“ – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინიციატივით დისკუსია გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინიციატივით, ჯვარედინი დისკუსია (Cross Talk) გაიმართა თემაზე: „ადამიანის უფლებები ციფრულ ეპოქაში – ონლაინ დეზინფორმაცია“.

დისკუსიის მონაწილეებმა იმსჯელეს სოციალურ მედიაში დეზინფორმაციის გავრცელების საფრთხეებზე რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, ტექნოლოგიური პლატფორმების პასუხისმგებლობასა და სამოქალაქო საზოგადოების როლზე დეზინფორმაციის შემცირებისა და პრევენციის თვალსაზრისით. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია აკადემიური სექტორის წარმომადგენელთა და სამოქალაქო ჯგუფების თანამშრომლობა რეგიონალურ დონეზე. განიხილეს, რომ საჭიროა ტექნოლოგიურმა პლატფორმებმა ითანამშრომლონ ადგილობრივ ორგანიზაციებთან და რეგიონალურ ქსელებთან, რათა უკეთ ჩაწვდნენ დეზინფორმაციის გავრცელების საფრთხეებს ლოკალურ კონტექსტში.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ უცხოელი და ქართველი მკვლევრები და ექსპერტები: დოქტორი თომას კენტი – კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი, კონტრ-დეზინფორმაციის კონსულტანტი, აშშ; დოქტორი თოდ ჰელმუსი – სამეცნიერო კვლევითი ცენტრის RAND უფროსი ბიჰეივიორალური მეცნიერი, აშშ; მაქსიმ დვოროვი – ციფრული უსაფრთხოების ლაბორატორია, უკრაინა; სტეფან იოსანი – ევროპის საქმეთა და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, რუმინეთი.

ღონისძიების ინიციატორთა ჯგუფი: სამართლის დოქტორი ნინო შენგელია – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ჯვარედინი დისკუსიის მოდერატორი; სამართლის დოქტორი სერგი ჯორბენაძე – თსუ-ს ასოცირებული პროფესორი; სამართლის დოქტორი უშანგი ბახტაძე – სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორი.

დისკუსიას ესწრებოდნენ CIU-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ხატიძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები, სტუდენტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური