GE

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი დავით ჩერქეზიშვილი მაგისტრატურის სტუდენტებს შეხვდა

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტიs რექტორი დავით ჩერქეზიშვილი მაგისტრატურის (სამართლის პროგრამა) სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი, მაგისტრანტებისგან იმ პრობლემების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება იყო, რასაც ახალგაზრდები სწავლის პროცესში ხვდებიან.

შეხვედრას იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზვიად როგავა და სამართლის პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი ზურაბ ძლიერიშვილი ესწრებოდნენ.

უნივერსიტეტის ცნობით, დავით ჩერქეზიშვილმა სამომავლო გეგმებზე, გაცვლით პროგრამებზე, ადმინისტრირების ხარისხის გაუმჯობესების, უნივერსიტეტში დაგეგმილ ღონისძიებებსა და მიმდინარე აქტივობებში სტუდენტების მაქსიმალურ ჩართულობაზე ისაუბრა.

პროფესორებმა ზვიად როგავამ და ზურაბ ძლიერიშვილმა პროგრამული საკითხების, იურიდიული კლინიკის, პრაქტიკული კომპონენტისა და სტუდენტების აკადემიურ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდებს მაგისტრანტებს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, სადაც მაგისტრატურის მსმენელებმა მათ მიერ დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. მხარეები შეთანხმდენ, რომ მსგავსი ხასიათის შეხვედრები რეგულარულ ხასიათს მიიღებს.

ამავე დღეს დავით ჩერქეზიშვილი ბაკალავრიატის სტუდენტებსაც შეხვდა.

რექტორმა სტუდენტებს სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია პირადად მიაწოდა და მათ კითხვებს უპასუხა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური