EEU-ის რექტორი და სტუდენტები ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლის ჩაბარების აქციაში ჩაერთნენ
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად დღეს სისხლის ჩაბარების აქციაში ჩაერთნენ.
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს წარმომადგენლები უნივერსიტეტს თავად ესტუმრნენ და სისხლის ჩაბარებისთვის საჭირო შესაბამისი პირობებით სტუდენტებსა და თანამშრომლებს საშუალება მისცეს მნიშვნელოვან საქმეში მიეღოთ მონაწილეობა.
საკუთარი სისხლი გაიღო აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმაც, რომელიც მსგავს აქციებში ხშირად იღებს მონაწილეობას. სისხლის ჩაბარების აქცია EEU-ში უკვე მესამედ ჩატარდა.
-
EEU-ში ცვლილებებია: დავით ჩერქეზიშვილი რექტორად აგრძელებს საქმიანობას, კახაბერ ლაზარაშვილი წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარედ
by აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)
-
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) საგანმანათლებლო პროგრამებს საერთაშორისო აკრედიტაცია მიენიჭა
by აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)
-
ორმაგი დიპლომი და საერთაშორისო ბაზარზე დასაქმების რეალური შანსი – EEU-ში ციფრული მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტების მიღება იწყება
by აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)