GE

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები კომპანია „დიო“-ს ესტუმრნენ

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო სწავლების პროგრამის ხელმძღვანელი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ლილი ბიბილაშვილი EEU-ს HRM სამაგისტრო სწავლების სტუდენტებთან ერთად კომპანია „დიო“-ს (Dio Ltd) ესტუმრა.

შეხვედრა „დიოს“ დამფუძნებლებთან, გენერალურ დირექტორთან ირმა დაუშვილთან, აღმასრულებელ დირექტორთან თამაზ დაუშვილთან და ფინანსურ დირექტორთან თამარ დაუშვილთან შედგა. სტუდენტებმა კომპანიის დაარსებისა და განვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს, ასევე მოისმინეს „დიოს“ ადამიანური რესურსების მიმართულებით საქმიანობის შესახებ.

14925448_1457164417630375_1670917414456201409_nსტუმრობის მიზანი იყო ბიზნესისა და განათლების სფეროს დაახლოება, ბიზნეს მოთხოვნებსა და მიწოდებას შორის არსებული აცდენის, სირთულეების დაძლევის ხელშეწყობა და ბიზნესისა და განათლების სფეროს ერთობლივი ქმედების განხორციელება, საქიანობის მაღალი ეფექტიანი შედეგების მისაღწევად.

თამარ დაუშვილმა იმ ფინანსური მხარდაჭერის, მზაობისა და პერსპექტივების, შესახებ ისაუბრა, რომელსაც კომპანია ადამიანური რესურსების განვითარებისა და სრულფასოვანი ეფექტიანი საქმიანობისათვის ახორციელებს და მომავლშიც გეგმავს განხორციელებას.

სტუდენტებმა კომპანიის ფამფუძნებლებისგან ის რჩევები და რეკომენდაციები მიიღეს, რაც ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო სწავლების სტუდენტებს მათი პროფესიული განვითარების წარმატებით განხორციელებაში დაეხმარებათ.

შეხვედრის ბოლოს „დიოს“ დამფუძნებლებმა სტუდენტებს კომპანია დაათვალიერებინეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური