აგრარულ უნივერსიტეტს ახალი რექტორი რამდენიმე დღეში ეყოლება
აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა ლაშა გოცირიძემ თანამდებობა დატოვა.
“განვითარება მოითხოვს მუდმივ ცვლილებებს, დახვეწას, გაუმჯობესებას. განვითარების გარკვეულ ეტაპზე უნივერსიტეტისთვის სასარგებლოა რექტორის ცვლილებაც. ახალი რექტორი ახალი ენერგიით და იდეებით შეძლებს უნივერსიტეტის კიდევ უფრო წინ წამოწევას. ვფიქრობ, რომ ჩვენ ძირითადი ქარტეხილები ერთად უკვე გადავლახეთ და ამჟამად კარგი დროა ასეთი ცვლილებისთვის,”- დაწერა სოციალური ქსელის პირად გვერდზე გოცირიძემ.
ამავე პოსტით ირკვევა, რომ გოცირიძე პროფესიულ საქმიანობას უკრაინაში განაგრძობს.
,ჩემთვის ყველაზე საინტერესო გამოწვევა და მიმზიდველი პროექტი არის უკრაინაში, კერძო უმაღლესი სასწავლებლის დაფუძნება, მისი ფაქტიურად ნულიდან შექმნა. კონსულტანტის რანგით წელიწადზე მეტია ჩართული ვარ უკრაინის ამერიკული უნივერსიტეტის (American University of Ukraine) დაარსების საქმეში. პროექტის განვითარებასთან ერთად, საჭირო ხდება ჩემი უფრო მეტი ჩართულობა. მაქვს შესაბამისი შემოთავაზებაც. ამ ორი ძირითადი ფაქტორის გამო, გადავწყვიტე დავტოვო საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი. აგვისტოს თვეში დასვენების შემდეგ, საკმაოდ კარგი და საინტერესო უკრაინული გამოწვევის მიღებას ვაპირებ,”- წერს აგრარული უნივერსიტეტის უკვე ყოფილი რექტორი.
ვინ შეცვლის ლაშა გოცირიძეს და რა პროცედურების გავლა მოუწევს რექტორად არჩევისთვის ახალ კანდიდატს? ამ კითხვებით EDU.ARIS.GE-მ უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მიმართა.
როგორც განგვიმარტეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციისთვის ლაშა გოცირიძის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.
,უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ინფორმირებული იყო. ლაშა გოცირიძემ ჩაამთავრა აკადემიური წელი, როგორც რექტორმა და მას შემდეგ წავიდა. რექტორის მოვალეობას შესაბამისად დროებით ასრულებს პრორექტორი”.
რაც შეეხება ახალი რექტორის დანიშვნას, როგორც უმაღლეს სასწავლებელში განმარტავენ, ახალი რექტორს ნიშნავს ცოდნის ფონდის დირექტორი. მას აქვს უფლება კონკურსის გარეშე დანიშნოს უნივერსიტეტის ხელმძღვანელი.
მათივე ინფორმაციით, უმაღლეს სასწავლებელს რამდენიმე დღეში ეყოლება ლაშა გოცირიძის ოფიციალური შემცვლელი და მედია ამის შესახებ დაუყოვნებლივ იქნება ინფორმირებული.
თუმცა ჩვენი კითხვები, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს რექტორობის კანდიდატი და არიან თუ არა კონკრეტული პრეტენდენტები აღნიშნულ პოზიციაზე, აგრარულ უნივერსიტეტში უპასუხოდ დატოვეს.
კახა ბენდუქიძის მემკვიდრედ მისი შვილი დასახელდა – რა ბედი ელით თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებს
კახა ბენდუქიძის შვილი საუნივერსიტეტო ცხოვრებაში აქტიურად ჩართვას გეგმავს
ეკა არის© წივწივაძე
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება