GE

აირჩიე SANGU-ს საბაკალავრო პროგრამა და მიიღე ფინანსური მხარდაჭერა უნივერსიტეტისგან

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო და 45 ათასზე მეტი აბიტურიენტი იღებდა მონაწილეობას, ხოლო 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდა. გამოცდის პირველადი შედეგები უკვე გამოქვეყნებულია, აპელაციის განცხადებები მიღებულია და საბოლოო შედეგებიც მალე გამოქვეყნდება.

2023-24 სასწავლო წელს წმ.ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გამოცხადებულია მიღება შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე:

  • კომპიუტერული მეცნიერება – 1450101
  • სამართალი – 1450102
  • ფსიქოლოგია – 1450103
  • საერთაშორისო ურთიერთობები – 1450104
  • ბიზნესის ადმინისტრირება – 1450105
  • ისტორია – 1450106
  • ქართული ფილოლოგია – 1450107
  • მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა (ისტორია – გეოგრაფია – მოქალაქეობა) – 1450108

საბოლოო არჩევანის გაკეთებამდე სულ ცოტა დრო დარჩა, ამიტომ კიდევ ერთხელ გადახედე SANGU-ს შემოთავაზებულ პირობებს და მიიღე სწორი გადაწყვეტილება!

აირჩიე SANGU I, II ან III ნომრად, მოხვდი ერთ-ერთ საბაკალავრო პროგრამაზე, მოიპოვე ნებისმიერი ოდენობის სახელმწიფო გრანტი და ისარგებლე ფინანსური შეღავათით:

  • 100%-იანი გრანტის მოპოვების შემთხვევაში, დაგენიშნება 125 ლარიანი ყოველთვიური სტიპენდია;
  • 70%-იანი გრანტის მოპოვების შემთხვევაში, უნივერსიტეტი დაფარავს სწავლის წლიური საფასურის დარჩენილ 30%-ს;
  • 50%-იანი გრანტის მოპოვების შემთხვევაში, უნივერსიტეტი დაფარავს სწავლის წლიური საფასურის 20%-ს;

ფინანსური მხარდაჭერა შეგიძლია შეინარჩუნო სწავლის სრულ – 4 წლიან პერიოდში, იმ შემთხვევაში თუ შენი აკადემიური მოსწრება ყველა საგანში იქნება 80 ქულაზე მეტი.

საბაკალავრო პროგრამების ჩამონათვალისა და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადი ბმულზე

გარდა შიდა დაფინანსების სისტემისა, SANGU გთავაზობს სწავლის სემესტრული საფასურის გადანაწილების შესაძლებლობას!

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm