ქართულ უნივერსიტეტში უფროსკლასელებისთვის პროექტი „აღმოაჩინე შენი პროფესია“ აქტიურად მიმდინარეობს
წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში აქტიურად მიმდინარეობს პროექტი „აღმოაჩინე შენი პროფესია“, სადაც სამართლის მიმართულებით დაინტერესებული XI-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ საინტერესო ტრენინგებსა და პრაქტიკულ აქტივობებში.
20 და 24 ნოემბერს SANGU-ში ჩატარდა მოსამზადებელი ტრენინგები, ხოლო 27 ნოემბერს მონაწილეები გაეცნენ კაზუსებს, საქმის მასალებს და გაიარეს პრაქტიკული სავარჯიშოები.
მოსწავლეებმა ივარჯიშეს არგუმენტირებულ მსჯელობაში, საჯარო გამოსვლებში და გაიგეს მეტი:
-იურისტის პროფესიის რეალური შინაარსის შესახებ
-სამოქალაქო სამართლის სისტემასა და მისი მოქმედების პრინციპებზე
-სასამართლო პროცესის სტრუქტურასა და მონაწილეთა როლებზე
პროექტის მიზანია, უფროსკლასელებმა ახლოდან შეიგრძნონ სამართლის სფერო, უკეთ გაიაზრონ მოსამართლისა და მხარეთა ფუნქციები და გამოცადონ საკუთარი თავი რეალურ პროცესთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში.
ყველაზე საინტერესო ნაწილი წინ არის!
4 დეკემბერს SANGU-ში გაიმართება იმიტირებული სასამართლო პროცესები მოსწავლეების აქტიური ჩართულობით.
-
SANGU-ს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა – რას ისწავლით
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ს სტუდენტები საერთაშორისო პროექტში – CYCLEPATHS მონაწილეობდნენ
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ში აკადემიკოს შოთა ნადირაშვილის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი