აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრობის მსურველთა საყურადღებოდ!
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველმა მაგისტრანტობის კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
- განცხადება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებისა და მაგისტრატურაში მისაღებ საუნივერსიტეტო გამოცდებში მონაწილეობის მიღების სურვილის შესახებ (ივსება ადგილზე);
- პირადობის მოწმობის ასლი, მისივე დედნის წარდგენით;
- სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულ პირთათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მისივე დედნის წარდგენით;
- საქართველოში გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. მიმდინარე წლის კურსდამთავრებულები წარმოადგენენ ცნობას შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლის დასრულებისა და კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ. კონკურსის შემთხვევაში მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს დიპლომის დანართის ასლი ან ნიშნების ფურცელი;
- სამაგისტრო საგამოცდო ბარათი;
- ორი ფერადი ფოტოსურათი – 3X4;
- უცხოენოვან სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ პროგრამაზე სწავლების შესაბამისი ენის B2 დონის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი. კერძოდ: ბრიტანეთის საბჭოს სერტიფიკატი, გოეთეს ინსტიტუტის სერტიფიკატი, გერმანული ენის ავსტრიული დიპლომი, ალ. დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრის მიერ გაცემული ფრანგული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი – (DELF), (TCF), აწსუ ენათა კურსების სერტიფიკატი.
- მაგისტრატურაში მისაღებ საუნივერსიტეტო გამოცდაში მონაწილეობის საფასურის – 30 ლარის გადახდის ქვითარი; იმ შემთხვევაში თუ მაგისტრანტობის კანდიდატი გამოცდას აბარებს ორ საგანმანათლებლო პროგრამაზე – 50 ლარის გადახდის ქვითარი (საბანკო რეკვიზიტები: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა; მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში; ბანკის კოდი – TRESGE22; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 709057267).
საბუთების მიღება იწარმოებს 2021 წლის 8 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ სარეგისტრაციო კომისიაში.მისამართი: ქუთაისი, თამარ მეფის ქ. 59, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული (პირველი) კორპუსი, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა.
მისაღები საუნივერსიტეტო გამოცდები ჩატარდება 2021 წლის 25 და 26 სექტემბერს (გამოცდის ფორმატი განისაზღვრება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით გამოცდებამდე რამდენიმე დღით ადრე და ეცნობება აპლიკანტს).
სააპელაციო განცხადებები მიიღება სარეგისტრაციო კომისიაში 2021 წლის 27 სექტემბერს.
სააპელაციო განცხადებების განხილვა გაიმართება 2021 წლის 28 სექტემბერს.
ხელშეკრულებებზე ხელის მოწერა იწარმოებს 29 და 30 სექტემბერს.
მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც დადგენილ ვადაში არ გააფორმებს ხელშეკრულებას უნივერსიტეტთან, მასზე ჩარიცხვის ბრძანება არ დაიშვება.
-
სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
მეცნიერების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტების გამოგონება – „ჭკვიანი სახლი“
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი