GE

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ავსტრიის ელჩი სტუმრობდა

7 დეკემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ავსტრიის ელჩი საქართველოში თომას მიულემანი და ავსტრიული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი მზია გალდავაძე სტუმრობდნენ. მათ რექტორმა, როლანდ კოპალიანმა, უმასპინძლა.

ვიზიტის მიზანი იყო ავსტრიის საელჩოს, ავსტრიულ ბიბლიოთეკასა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავება–განვითარება.

,,ვიზიტის უმთავრესი მიზანია ავსტრიის საელჩოსა და ბიბლიოთეკას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავება და განვითარება. თანამშრომლობის ფარგლებში უნივერსიტეტს გადმოეცა ახალი წიგნები რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას და ავსტრიული კულტურის პოპულარიზაციას“, – განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა როლანდ კოპალიანმა.

უნივერსიტეტის რექტორმა როლანდ კოპალიანმა და ავსტრიის ლეჩმა საქართველოში თომას მიულემანმა საბიბლიოთეკო კორპუსში ,,ავსტრიული კუთხე“ გახსნეს.

,,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ კუთხისთვის ჩამოვიტანეთ ახალი ლიტერატურა. წიგნი არის ცოდნა და გზამკვლევი ადამიანებისთვის, ჩვენ ველოდებით უნივერსიტეტთან თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას“,- განაცხადა საქართველოში ავსტრიის ელჩმა ტომას მულმანმა.

,,მადლობლები ვართ უნივერსიტეტის რექტორის, რომ მან გამოთქვა მზაობა კიდევ უფრო გავაღრმაოთ თანამშრომლობა, კვლევითი საქმიანობა განვახორციელოთ. ამ საქმიანობას კი სჭირდება სერიოზული პარტნიორი და ასეთი პარტნიორის ნახვა ადვილი არ არის. ქუთაისი არის ნამდვილი საგანძური, გერმანისტებზე საუბარი არა გვაქვს ისეთი მომზადების დონეა. ასევე მკვლევრები ძალიან გვიძლიერებენ ფონს. ამ მხრივ უნდა გამოვყოთ პროფესორი ავთანდილ ნიკოლეიშვილი, რომელიც მუშაობს ამ მიმართულებით სერიოზულად და კარგი კვლევები აქვს ზუნტერებთან დაკავშირებით“,- განაცხადა ავსტრიული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა საქართველოში მზია გალდავაძემ.

სტუმრებმა ,,ავსტრიული კუთხისთვის“ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცეს

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური