აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოში ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენლები სტუმრობდნენ
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდნენ ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი საქართველოში კამილ ნორა და ატაშე ლინგვისტურ და საგანმანათლებლო თანამშრომლობის დარგში ქეთევან ქურციკიძე.
უნივერსიტეტის რექტორთან, შალვა კირთაძესთან გამართულ შეხვედრაზე მხარეეებმა ისაუბრეს ფრანგული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიზნით თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამომავლო გეგმების შესახებ; განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ფრანგულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაფართოება, ერთობლივი სამეცნიერო საქმიანობის განხორციელება, სტუდენტთა საერთაშორისო მობილობა, გაცვლითი პროგრამები და ორმაგი დიპლომების გაცემის შესაძლებლობები.
ამავდროულად საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა პედაგოგიური ტრენინგი ფრანგულის, როგორც უცხო ენის პედაგოგებისათვის. აღნიშნული აქტივობა განხორციელდა პროექტის „მედიაწიგნიერება და მედია წყაროების შექმნა-გამოყენება“ ფარგლებში და მასში მონაწილეობდნენ დასავლეთ საქართველოს საუნივერსიტეტო და სასკოლო დაწესებულებების პედაგოგები.
ტრენინგს უძღვებოდა ფრანგი ტრენერი სევერინ პონსე-ოლივიე, რომელიც წარმოადგენს საფრანგეთის მედიისა და ინფორმაციის განათლების ცენტრს CLEMI.
-
„პირველკურსელებმა უნდა იცოდნენ, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცოდნა, შრომა და მონდომება ყოველთვის ფასდება“ – რექტორი
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აწსუ-მ ქართველოლოგიის IV საერთაშორისო საზაფხულო სკოლის სტუდენტებს სამი უნივერსიტეტიდან უმასპინძლა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„სწავლა-სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები“ – აწსუ-ში XIV საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდური კონფერენცია ჩატარდა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი