აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ართვინის შესახებ ახალი წიგნი გამოიცა
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2021-2022 სასწავლო წლის სამეცნიერო გრანტის ფარგლებში ქართული ფილოლოგიისა და ისტორია-არქოლოგიის დეპარტამენტებისა და ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით მომზადდა და გამოიცა სამეცნიერო შრომების კრებული „ართვინი და ართვინის რეგიონი – წარსული და თანამედროვეობა (ისტორიულ-ფილოლოგიური ნარკვევები).“
წიგნში ისტორიულ დოკუმენტებსა და ახალ მასალებზე დაყრდნობით წარმოდგენილია სამეცნიერო ნარკვევები ართვინისა და ართვინის რეგიონის ისტორიის, ენის, კულტურული მემკვიდრეობის, ეთნოგრაფიისა და თანამედროვე ყოფის შესახებ. განხილული საკითხები დააინტერესებს როგორც ქართველ, ისე თურქ მკვლევრებს და ფართო საზოგადოებას. ნაშრომი ხელს შეუწყობს საქართველოსა და თურქეთს შორის კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებას.
წიგნი დაიბეჭდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.
-
სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
მეცნიერების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტების გამოგონება – „ჭკვიანი სახლი“
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი