აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში იენის უნივერსიტეტის პროფესორის საჯარო ლექცია ჩატარდა
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში იენის უნივერსიტეტის პროფესორმა, კავკასიოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა დიანა ფორკერმა დისტანციურ რეჟიმში წაიკითხა ლექცია თემაზე: გენდერი ენაში (სოციოლინგვისტური და ეთნოლინგვისტური ასპექტები).
შეხვედრა გაიმართა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანატის მხარდაჭერით, პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის სახელობის ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და ქართული ენის მიმართულების ორგანიზებით.
ლექციას ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული და ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტები, მაგისტრანტები, პროფესორები ესწრებოდნენ. ღონისძიებაში იენის უნივერსიტეტიდან აქტიურად იყო ჩართული ფილოლოგიის დოქტორი ნათია ფუტკარაძე.
ლექცია ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, ასოც. პროფ. ზინაიდა ჩაჩანიძემ გერმანელ პროფესორს მადლობა გადაუხადა საინტერესო პრეზენტაციისთვის და ხაზი გაუსვა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იენის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას ინტერნაციონალიზაციის კუთხით.
- აწსუ-ის 4 კურსდამთავრებული 100%-იანი დაფინანსებით სწავლას სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში აგრძელებს by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- მეცნიერების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აწსუ-ში კვირეული გაიმართა by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გინესის რეკორდსმენია by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი