აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნიაზი (აჰმედ) ბანოღლუს (ბანელიშვილის) რომანის თარგმანი წარადგინეს
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „ქუთაისური საუბრები – XIX” ფარგლებში ნიაზი (აჰმედ) ბანოღლუს (ბანელიშვილის) რომანის ,,სიყვარულისთვის“ თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.
რომანის თარგმნასა და გამოცემაში ჩართული იყვნენ პროფესორი შალვა კირთაძე პროფესორ ავთანდილ ნიკოლეიშვილი, პროფესორი სულხან კუპრაშვილი, ასოცირებული პროფესორის გიგა ქამუშაძიე და ასისტენტ პროფესორი მირანდა ჭანკვეტაძე.
ნაწარმოები პირველად 1940 წელს გამოიცა სტამბოლში და ასახავს ჩვენი ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვანი წარმომადგენლების ტრაგიკულ ბედისწერას. ქართულად თარგმნის შედეგად, ქართველი მკითხველი პირველად შეძლებს მისი მშობლიური ენით გაეცნოს უნიკალურ ლიტერატურულ მემკვიდრეობას.
კონფერენციასა და წიგნის წარდგენას უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი შალვა კირთაძე, მოწვეული სტუმრები: წევრი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის კონსული ადნან ალთაი ალთინორსი, DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ჩვენებური ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე, სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები დაესწრნენ.
-
როგორ აღინიშნა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 93 წლის იუბილე
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აწსუ-ში იმიტირებული სასამართლო პროცესის ეროვნული შეჯიბრი სისხლის სამართალში ჩატარდა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი