GRUNI-ს სტუდენტები „ზამთრის სკოლაში“ მონაწილეობდნენ
20–23 თებერვალს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები, უნივერსიტეტის სრული დაფინანსებით, „ზამთრის სკოლაში“ მონაწილეობდნენ.
GRUNI-ს მიერ 28 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კახეთში, სამდღიანი ინტერაქტიული ტრენინგების ფარგლებში, სტუდენტები ჯგუფურ აქტივობებსა და როლურ თამაშებში აქტიურად ჩაერთნენ, რაც კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების პრაქტიკული უნარების განვითარებას ისახავდა მიზნად.
შემეცნებითი და სახალისო ფორმატის ტრენინგებს უძღვებოდნენ: ნინა გერსამია – იურისტი, ადვოკატი, ლიცენზინზირებული მედიატორი და აკრედიტირებული ტრენერი, გრუნის მედიაციის ცენტრის ხელმძღვანელი. ირაკლი ყანდაშვილი – სამართლის დოქტორი, პროფესორი, გრუნის ლექტორი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ლიცენზირებული მედიატორი.
პროგრამის დასრულების შემდეგ, თითოეულ მონაწილეს, გრუნისა და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციისგან“, სერტიფიკატი გადაეცა.
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში TESOL პროგრამის მერვე ნაკადი გაიხსნა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI სადოქტორო პროგრამებზე მიღებას აცხადებს – სპეციალობები და ვადები
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ინფორმაციას აქვეყნებს – პროგრამები
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი