„ევროპის უნივერსიტეტში“ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტის, ალვინ ტურაის კვლევითი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
27 თებერვალს, „ევროპის უნივერსიტეტში“, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტის, ალვინ ტურაის კვლევითი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 2 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ალვინ ტურაიმ, რომელიც სტუდენტური ინიციატივების დაფინანსების კონკურსის გამარჯვებულია, ჩაატარა კვლევა თემაზე: „Factors Influencing Specialty Preference and Career Decision-Making Among Undergraduate Medical Students at the European University, Tbilisi”.
კვლევის ფარგლებში ალვინმა გააანალიზა ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც „ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებზე გავლენას ახდენს სპეციალობის არჩევისა და პროფესიული კარიერული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო კვლევის მეთოდოლოგია, მიღებული შედეგები და მათი ანალიზი.
აღსანიშნავია, რომ სტუდენტური ინიციატივების დაფინანსების კონკურსი გაზაფხულის სემესტრში კვლავ გამოცხადდება და სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი იდეებისა და ინიციატივების განხორციელებისათვის დაფინანსება მოიპოვონ.
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ დაიწყო „კავკასიის მეორე რეგიონული კურსი ნეიროეპიდემიოლოგიაში“
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ ერაზმუსის დღეები აღინიშნა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის პირველკურსელებისთვის კახეთში გასვლითი ტური მოეწყო
by ევროპის უნივერსიტეტი