GE

GRUNI-ს ასისტენტ-პროფესორი დიდი ბრიტანეთის მთავრობამ საერთაშორისო პროექტში ექსპერტ-შემფასებლად მიიწვია

დიდი ბრიტანეთის მთავრობის მეტამეცნიერების განყოფილებამ და სასექსის უნივერსიტეტმა, GRUNI-ს ასისტენტ-პროფესორი, მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის დირექტორი – ლელა გოგინავა, საერთაშორისო პროექტში ექსპერტ-შემფასებლად მიიწვიეს.

GRUNI-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, პროექტი – “Metascience Novelty Indicators Challenge” – მიზნად ისახავს მეცნიერების განვითარების ახალი ინდიკატორების შემუშავებასა და სამეცნიერო პუბლიკაციებში სიახლეების შეფასების გლობალური რეპოზიტორიუმის შექმნას. კვლევის შედეგები საფუძვლად დაედება საერთაშორისო სამეცნიერო პოლიტიკის ფორმირებასა და კვლევების შეფასების ახალ სტანდარტებს.

ლელა გოგინავა ექსპერტ-შემფასებლად შეირჩა მისი სამეცნიერო ნაშრომის -“Professional development in Georgian regional secondary schools: Insights from teachers’ perspective” – საერთაშორისო რეზონანსისა და მაღალი აკადემიური ხარისხის საფუძველზე. სისტემამ ქართველი მკვლევრის ნაშრომი დარგის წამყვან პუბლიკაციებთან ფასეულ ექსპერტულ წყვილად (“Expert Match”) მიიჩნია.

აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა მნიშვნელოვანია როგორც მკვლევრის აღიარების, ისე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციისთვის. იგი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევები აღიარებულია საერთაშორისო დონეზე და გავლენას ახდენს თანამედროვე საგანმანათლებლო პოლიტიკის ფორმირების პროცესზე.

სასექსის უნივერსიტეტის მეცნიერების პოლიტიკის კვლევითი განყოფილება (SPRU) ამ მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერად ითვლება და მათ პროექტებში ქართველი მეცნიერების ჩართვა ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური