საბაუნიში სამეცნიერო კვლევითი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
25 თებერვალს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო კვლევითი პროექტის პრეზენტაცია: „მეცნიერული კვლევების ინტერნაციონალიზაცია საქართველოში (1991–2021) და მისი გავლენა პროფესორ-მასწავლებლების აკადემიურ საქმიანობაზე“, რომელიც უნივერსიტეტის პროფესორმა, გიორგი თავაძემ წარადგინა.
უნივერსიტეტის მიერ 27 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციით, პრეზენტაციაზე დამსწრეებმა მოისმინეს კვლევის ძირითადი მიგნებები, რომლებიც 16 სხვადასხვა ინსტიტუციაში დასაქმებულ 32 აკადემიურ პერსონალთან ჩატარებულ სიღრმისეულ ინტერვიუებს ეყრდნობოდა. განხილული იყო, როგორ აღიქვამენ რესპონდენტები ინტერნაციონალიზაციას, რა ფაქტორები უწყობს ხელს ან აფერხებს ამ პროცესს და რა პროფესიულ რეალობაში უწევთ მათ საქმიანობა.
კვლევა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.
-
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსის პირველი, მეორე და მესამე წიგნების კანონპროექტი“ – საბაუნიში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„ევროატლანტიკური ურთიერთობები და თანამედროვე გამოწვევები“ – საბაუნიში საჯარო ლექცია გაიმართება
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„ციფრული სახელმწიფოების განვითარება: ესტონეთის მოდელი და საქართველოს გზა“ – საბაუნიში საჯარო ლექცია გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი