„ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
„ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის ინსტიტუტის მიერ წარდგენილმა ინსტიტუციურმა პროექტმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2025 წლის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.
უნივერსიტეტის მიერ 26 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციით, პროექტი ეძღვნება საქართველოში მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის სამართლებრივი ჩარჩოს ფუნდამენტურ კვლევას და მისი შესაბამისობის შეფასებას ევროკავშირის სამართლებრივ და ინსტიტუციურ სტანდარტებთან.
კვლევა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა უნივერსალური მომსახურების უზრუნველყოფა, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების ხელმისაწვდომობა, მომსახურების ხარისხის რეგულირება, მომხმარებელთა ინფორმირების ვალდებულება, სამართლიანი სახელშეკრულებო პირობები, პერსონალური მონაცემების დაცვა და მომხმარებელთა უფლებების აღსრულების სამართლებრივი მექანიზმები.
პროექტი ხასიათდება ინტერდისციპლინური მიდგომით და სამართლის, ეკონომიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და საჯარო პოლიტიკის ანალიზს აერთიანებს.
კვლევის შედეგები გამოქვეყნდება პრაქტიკული სახელმძღვანელოს სახით, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება როგორც აკადემიური წრისთვის, ისე საჯარო სექტორის, მარეგულირებელი ორგანოების, კერძო სექტორის წარმომადგენლებისა და ფართო საზოგადოებისთვის.
აღნიშნული გრანტის მოპოვება „ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის ინსტიტუტის სამეცნიერო პოტენციალის, კვლევითი ხედვისა და აკადემიური საქმიანობის მაღალი ხარისხის მნიშვნელოვან აღიარებას წარმოადგენს.
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ გოგონათა ფრენბურთის გუნდი 2026 წლის თოვლის ფრენბურთის ეროვნული ჩემპიონია
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტები ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში კლინიკურ სტაჟირებას გადიან
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე აღინიშნა
by ევროპის უნივერსიტეტი