ცნობილია, რომელი პროფესიული პროგრამები იყო ყველაზე პოპულარული 2025 წელს – საქსტატის მონაცემები
პროფესიული პროგრამები, რომლებზეც ყველაზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა და რომლებსაც ყველაზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავდა 2025 წელს
2025 წელს, საქართველოში 191 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, მათ შორის 140 საჯარო და 51 კერძო. ამის შესახებ ინფორმაცია 27 თებერვალს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაავრცელა.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 19.7 ათასი სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 53.7% ქალია, ხოლო 46.3% – კაცი. სტუდენტების მიღების მაჩვენებელი 2024 წელთან შედარებით 15.3%-ით გაიზარდა.
ჩარიცხული სტუდენტების განაწილება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით, 2025 წელს:
- ინჟინერია, წარმოება, მშენებლობა – 18.2%;
- ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები – 18.0%;
- ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა – 15.6%;
- მომსახურებები – 15.3%;
- ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი – 13.4%;
- სხვა – 19.5%.
რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა თბილისში (40.1%), შემდეგ მოდის აჭარის ა/რ (19.3%), იმერეთი (11.5%), ქვემო ქართლი (10.0%), სამეგრელო-ზემო სვანეთი (7.4%) და კახეთი (4.1%).
2025 წელს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე 238 სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 35.7% ქალია, ხოლო 64.3% – კაცი.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ჩარიცხული სტუდენტების განაწილება რეგიონების მიხედვით, 2025 წელს:
- თბილისი – 50.4%;
- აჭარის ა/რ – 11.8%;
- იმერეთი – 11.3%;
- ქვემო ქართლი – 7.1%;
- კახეთი – 5.9%;
- სხვა – 13.5%.
2025 წელს, კურსდამთავრებულთა რიცხოვნობამ 10.5 ათასი შეადგინა, რომელთაგან 47.1% ქალია, ხოლო 52.9% – კაცი. კურსდამთავრებულთა უმეტესობა მოდის მომსახურებების (23.1%), ინჟინერიის, წარმოების და მშენებლობის (21.4%) და ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის (15.0%) პროგრამებზე.
უფრო კონკრეტულად კი, 2025 წელს, კურსდამთავრებულთა განაწილება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით ასეთია:
- მომსახურებები – 23.1%;
- ინჟინერია, წარმოება, მშენებლობა – 21.4%;
- ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი – 15.0%;
- ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა – 14.6%;
- ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები – 9.7%;
- სხვა – 16.2%.
ასევე იხილეთ:
ცნობილია, რომელი მიმართულებები იქნება პრიორიტეტული 2026 წელს პროფესიულ განათლებაში – ჩამონათვალი