აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ელექტრული ინჟინერიის მიმართულების სტუდენტებისთვის ახალი ლაბორატორია მოეწყო
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრული ინჟინერიის მიმართულების სტუდენტებისათვის თანამედროვე ხელსაწყოებითა და ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი ლაბორატორია მოეწყო.
ახალგაზრდებში ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციისთვის ახალი სასწავლო სივრცის გამართვაზე საინჟინრო-ტექნიკურ ფაკულტეტზე ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტში “ენერგო-პრო-ჯორჯიამ” იზრუნა.
,,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინჟინრო-ტექნიკურ ფაკულტეტზე მიმდინარეობს სპეციალისტების მომზადება ელექტრული ინჟინერიის მიმართულებით. მოგეხსენებათ, ენერგეტიკის მნიშვნელობა ეკონომიკისათვის, ჩვენი ინფრასტრუქტურისა და საერთოდ, ჩვენი ცხოვრებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის ურთიერთობა ,,ენერგო-პრო-ჯორჯიასთან“ და ახალი ლაბორატორიის გახსნა“, – აღნიშნა საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ომარ კიკვიძემ.
ელექტრული ინჟინერიის მიმართულებაზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 247 სტუდენტი სწავლობს. მომავალი სასწავლო წლისთვის კი 75 პირველკურსელის მიღება იგეგმება.
-
სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
მეცნიერების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტების გამოგონება – „ჭკვიანი სახლი“
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

