ალმა მატერის სტუდენტებს სტაჟირების გავლის შანსი ეძლევათ
2016 წლის 28 იანვარს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორ-მა მამუკა თავხელიძემ და ქ.თბილისის მერიის მუნიციპალური ცენტრის პროექტის „იურიდიული კლინიკა – ჩემი ადვოკატი“ დირექტორმა მარინა ბერაძემ ურთერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, ხელშეკრულების ფარგლებში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრატურის სტუდენტები, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში პრაქტიკულ კურსსპროექტ „იურიდიულ კლინიკა „ჩემი ადვოკატი“-ს ფარგლებში გაივლიან.
სტუდენტები მოქალაქეებს, ორგანი-ზაციის ტრენერ-ადვოკატების ზედამხედველობით,იურიდიულ კონსულტაციებს და პრაქტიკულ დახმარებას გაუწევენ.
კურსი 4 თვე გაგრძელდება და 100 -მდე მაგისტრანტი გაივლის პრაქტიკას.
კ
ლინიკის მიზანია მაგისტრანტებს საშუალება მისცეს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ, გამოიმუშაონ სამართლებრივი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრისა და ადმინისტრირების უნარი.
შეძლოს სამართლებრივი ბაზით სარგებლობა – სასამართლო პრაქტიკის შესწავლა და ანალიზი.
მსგავსი ტიპის აქტივობებს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სამომავლოდაც გეგმავს.
ალმა მატერი საუნივერსიტეტო გრანტის მოსაპოვებლად აბიტურიენტებისთვის კონკურსს აცხადებს
-
GRUNI-ში მდგრადი ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების წარდგენის ღონისძიება გაიმართება
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
13 დეკემბერს GRUNI-ში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართება
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ში ლიდერობის პროგრამა – IYLCP საზეიმოდ დაიხურა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი