GE

„ალტე უნივერსიტეტი“ – ახალი ბრენდი და ქართული უნივერსიტეტის სრული ტრანსფორმაცია

დღეიდან “თბილისის ღია უნივერსიტეტის” 20-წლიან ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. საგანმანათლებლო დაწესებულება საზოგადოების წინაშე განახლებული სახელწოდებითა და კონცეფციით წარსდგება.

ალტე უნივერსიტეტი“ სწორედ ეს არის ახალი ბრენდის სახელი, რომელიც მალე იტყვის თავის სათქმელს ქართულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.

თავად „ალტე“ ლათინური სიტყვაა და სიმაღლეს, უმაღლეს წერტილს და ამ წერტილისკენ მიმავალ გზას ნიშნავს. მისი სლოგანიც სწორედ ამ პროცესს გამოხატავს – „განათლება მუდმივი განვითარებისთვის“.

„ჩვენი მისიაა თითოეული კურსდამთავრებული იყოს სრულად აღჭურვილი იმ ცოდნით და უნარ-ჩვევებით, რაც საჭიროა მუდმივი თვით-განვითარებისთვის, იმისთვის, რომ თითოეული მათგანი იყოს განსაკუთრებული და შექმნას რეალური დამატებითი ღირებულება, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე იმ საზოგადოებისთვის, რომელშიც ის ცხოვრობს“. – აღნიშნა „ალტე უნივერსიტეტის“ პრეზიდენტმა, რამაზ კუკულაძემ.

უნივერსიტეტის რებრენდინგზე იტალიურმა სააგენტო „DINN!“-მა იმუშავა. „ჩვენ შევქმენით ქართულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ახალი, განსხვავებული, ნოვატორი და მრავლისმთქმელი ბრენდი, რომელიც ორიენტირებულია თითოეული სტუდენტის მუდმივ განვითარებაზე, ინდივიდუალიზმსა და კრეატიულობაზე.“ – აღნიშნა სააგენტოს დამფუძნებელმა, ანდრია ბორსეტომ.

ახალი ბრენდის ქვეშ უნივერსიტეტმა ფუნქციონირება ოფიციალურად 9 ნოემბერს დაიწყო.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური