ალტე უნივერსიტეტის კამპუსსა და საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში აბიტურიენტებისთვის სასწავლო ტური ჩატარდა
ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლის ორგანიზებით, მედიცინით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის, უნივერსიტეტის კამპუსსა და საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში სასწავლო ტური ჩატარდა.
უნივერსიტეტის მიერ 9 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღონისძიების – „გამოცადე ექიმობა” ფარგლებში, მოსწავლეებმა მედიცინის პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. მათ ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, გაეცნოთ ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლის მენეჯერები, დაესვათ მათთვის კითხვები და მოენახულებინათ უნივერსიტეტის ინოვაციური სიმულაციური ცენტრები და ლაბორატორიები, სადაც სტუდენტები პრაქტიკულ უნარებს ეუფლებიან.
სასწავლო ტურის მეორე ეტაპი მოიცავდა ვიზიტს ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი • Iv. Bokeria University Hospital-ში, სადაც აბიტურიენტები წამყვან ექიმებთან ერთად გაეცნენ რეალურ სამედიცინო შემთხვევებს და საინტერესო პრაქტიკული გამოცდილება მიიღეს.
ღონისძიების დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.
-
ალტე უნივერსიტეტმა და თსსუ-მ საერთაშორისო კონფერენციას – „ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ უმასპინძლეს
by ალტე უნივერსიტეტი
-
29–30 ოქტომბერს, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია – „ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ (AIMCare 2026) გაიმართება
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტს საერთაშორისო ექსპერტები სტუმრობდნენ
by ალტე უნივერსიტეტი