ალტე უნივერსიტეტმა მასწავლებლებისთვის არაფორმალური განათლების იდეების კონკურსი გამოაცხადა
ალტე უნივერსიტეტის „მასწავლებლების საბჭოს“ ინიციატივით, მასწავლებლებისთვის, არაფორმალური განათლების იდეების ყოველწლიური კონკურსი გამოცხადდა.
უნივერსიტეტის მიერ 3 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლებს აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ მასშტაბურ პროექტში და იდეის განხორციელებისთვის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვონ.
პროექტის საპრიზო ფონდი 3 000 ლარია.
შერჩეული მასწავლებლები, განათლების სფეროს წამყვანი სპეციალისტების მენტორობით, იმუშავებენ, განავითარებენ და პრაქტიკაში განახორციელებენ საკუთარ იდეებს არაფორმალური განათლების მიმართულებით.
პროექტის ეტაპები:
- 15 ივნისის ჩათვლით – განაცხადების შემოტანა;
- 16-21 ივნისი – ნახევარფინალში გადასული 30 საუკეთესო იდეის გამოვლენა;
- 24 ივნისი – მენტორინგის ონლაინ სესიები შერჩეული იდეების ავტორებისთვის;
- 28 ივნისის ჩათვლით – ნახევარფინალისტების საბოლოო პროექტების მიღება;
- 1-ელი ივლისი – 10 ფინალისტი პედაგოგის გამოვლენა;
- 6 ივლისი – ფინალური ღონისძიება და 3 გამარჯვებული იდეის გამოვლენა.
კონკურსის მიზანია არაფორმალური განათლების მხარდაჭერა და პოპულარიზაცია, რადგან სწორედ ეს მიდგომა აძლევს მოსწავლეს შესაძლებლობას, მაქსიმალურად გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი, აღმოაჩინოს ახალი ინტერესები და კარიერული მომავალი სწორად დაგეგმოს. არაფორმალური განათლება მოსწავლეებს უვითარებს ისეთ უმნიშვნელოვანეს უნარებს, როგორებიცაა: კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება, პრობლემების გადაჭრა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს
-
ალტე უნივერსიტეტის წარმომადგენლები Erasmus+ გაცვლითი პროგრამით ლატვიაში იმყოფებოდნენ
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტმა „იტალიური კულტურის ინსტიტუტის“ ESC პროგრამის მოხალისეებს უმასპინძლა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
by ალტე უნივერსიტეტი