CIU-ში „ქართული დიპლომატიის კვირეულის“ ფარგლებში მორიგი საჯარო ლექცია გაიმართა
„ქართული დიპლომატიის კვირეულის“ ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მორიგი საჯარო ლექცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს ყოფილი დესპანი დიდ ბრიტანეთში და ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარი, კახი ქენქაძე გაუძღვა.
უნივერსიტეტის მიერ 13 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული შეხვედრის მთავარი თემა „საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია“ იყო.
ლექციის მსვლელობისას მომხსენებელმა ვრცლად მიმოიხილა დიპლომატიის ისტორია და გამოჩენილი დიპლომატების მოღვაწეობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო ურთიერთობებში დიპლომატიის როლსა და ქართული დიპლომატიის წინაშე არსებულ გამოწვევებს.
ღონისძიება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ალიკა გუჩუამ გახსნა.
შეგახსენებთ, რომ ქართული დიპლომატიის პროფესიული დღე 3 ნოემბერს აღინიშნება და იგი გამოჩენილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება.
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მასშტაბური დასაქმების ფორუმი გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ცერემონია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს მულტიმედია ცენტრში მომზადებული ფილმების ციკლის – „ქართული ფულის თავგადასავალი – ოცდაათი ამბავი“ პრეზენტაცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი