ალტე უნივერსიტეტს Artvin Çoruh Üniversitesi-ს დელეგაცია ესტუმრა
ალტე უნივერსიტეტს თურქეთის უნივერსიტეტის – Artvin Çoruh Üniversitesi, დელეგაცია ესტუმრა.
ალტე უნივერსიტეტის მიერ 5 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს აკადემიური და კვლევითი თანამშრომლობის განვითარებას ინსტიტუციებს შორის.
შეხვედრას ალტე უნივერსიტეტის პრეზიდენტი რამაზ კუკულაძე, ვიცე-პრეზიდენტი აკადემიურ საქმეთა და კვლევის მიმართულებით ირმა გრძელიძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი თორნიკე ბაქაქური ესწრებოდნენ.
Artvin Çoruh Üniversitesi-ის დელეგაციას შორის იყვნენ უნივერსიტეტის რექტორი Prof. Dr. İbrahim Aydın და Erasmus+ კოორდინატორი და საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი Hakan Gültekin.
შეხვედრაზე მხარეებმა სტუდენტური და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობები განიხილეს. ამასთან ერთად, ისაუბრეს მდგრადი განვითარებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ერთობლივი პროექტების, საზაფხულო სკოლების, Erasmus+ პროგრამისა და კვლევითი აქტივობების დაგეგმვაზე.
აღნიშნული პარტნიორობა ალტე უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორობის ქსელს კიდევ უფრო გააფართოვებს და სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს შექმნის.
-
ალტე უნივერსიტეტმა და თსსუ-მ საერთაშორისო კონფერენციას – „ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ უმასპინძლეს
by ალტე უნივერსიტეტი
-
29–30 ოქტომბერს, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია – „ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ (AIMCare 2026) გაიმართება
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტს საერთაშორისო ექსპერტები სტუმრობდნენ
by ალტე უნივერსიტეტი