GE

„ამ დროს, განათლების სამინისტროს არ ჰქონდა ინფორმაცია რამდენი მოსწავლე სწავლობდა საქართველოს სკოლებში, ვინ იყვნენ სკოლის დირექტორები…“

განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია, 23 ნოემბერს გამოქვეყნებულ წერილში 2004 წელს განათლების სამინისტროში არსებულ ვითარებას იხსენებს:

„ვარდების რევოლუციამდე რა ტიპის სახელმწიფოში ვცხოვრობდით ამის საილუსტრაციოდ მოგახსენებთ, რომ 2004 წლის გაზაფხულზე, როდესაც მუშაობა დავიწყე განათლების რეფორმის პროექტში, განათლების სამინისტროს არ ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:

ა) რამდენი მოსწავლე სწავლობდა საქართველოს სკოლებში;
ბ) რა ოდენობის თანხა იხარჯებოდა სკოლებზე (არა მხოლოდ თითოეულზე – არამედ ჯამურად) სახელმწიფოს ცენტრალური ბიუჯეტიდან;
გ) არა მხოლოდ რა მდგომარეობაში იყო სკოლების ინფრასტრუქტურა, არამედ საერთოდ რა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა არსებობდა ქვეყანაში;
დ) ვინ იყვნენ სკოლის დირექტორები და როგორ შეიძლებოდა მათთან დაკავშირება.

განათლების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მუშაობდა დაახლოებით 400 ადამიანი, 40 კომპიუტერის გამოყენებით. რამდენი იყო ამ 40 კომპიუტერიდან გამართულ მდგომარეობაში არ ვიცი, მაგრამ, მაგალითად ერთ-ერთ ოთახში, რომელშიც შემიშვეს იდგა ერთი 90-იანი წლების მოდელი. ოთახში კი არც ერთი შტეფსელი არ მუშაობდა.

ჰო, 2004 წლამდე სამინისტროს არ ჰქონდა ვებ-გვერდი, თანამშრომლებს ელექტრონული ფოსტა და ა.შ. ტელეფონისტის თანამდებობაზე მყოფი ადამიანი სამსახურიდან გაუშვეს და მალევე დააბრუნეს – რადგან ვერავინ ვერაფრით ვერ გაიგო, როგორ იყო აწყობილი შიდა სატელეფონო ქსელი“, – წერს სიმონ ჯანაშია.

ასევე იხილეთ:

ტაბუდადებული სქესობრივი განათლება და ტაბუს შეწირული თაობები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური