ამისთვის 3 დღე გაქვთ – აბიტურიენტთა ქულების გასაჩივრება დაიწყო
8 აგვისტოს 10:00 სათიდან დაიწყო 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების მიერ მიღებული ქულების გასაჩივრება, რომელიც ელექტრონულად წარმოებს. გასაჩივრების მსურველებმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს განაცხადით უკვე დღეიდან უნდა მიმართონ და ამისთვის სულ სამი დღე აქვთ. განაცხადები მიიღება 10 აგვისტოს 18:00 საათამდე.
სააპელაციო განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: online.naec.ge და აბიტურიენტს შეუძლია გაასაჩივროს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება.
სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქცია
EDU.ARIS.GE შეგახსენებთ, რომ 2022 წლის აბიტურიენტებს კიდევ აქვთ დრო, თავიანთი პირველადი არჩევანი პროფესიასთან დაკავშირებით შეცვალონ. აბიტურიენტებს სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
„უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება ახალი მოდელის შესაბამისად უკვე უნდა დავიწყოთ ამ აკადემიური წლიდან“
by ARIS.GE-განათლება
-
სასწავლო გრანტების დღეს არსებული მაქსიმალური, საშუალო და მინიმალური ოდენობები შენარჩუნდება 2027-2028 სასწავლო წლის ჩათვლით
by ARIS.GE-განათლება
-
„ვერ მოესწრება“ – დიდი ალბათობით, 2026 წლის აბიტურიენტებს უმაღლესი განათლების რეფორმით დაგეგმილი ჩარიცხვის ახალი წესი არ შეეხებათ
by ARIS.GE-განათლება